მთავარისაზოგადოებაუდიდესი საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის და წაყრუებული საზოგადოება - მტრის სათარეშოდ ქცეული...

უდიდესი საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის და წაყრუებული საზოგადოება – მტრის სათარეშოდ ქცეული ქვეყანა

გუშინ, ნიდერლანდებში იანდექს ტაქსის შვილობილი კომპანია დააჯარიმეს 100 მილიონი ევროს ოდენობით, კლიენტების პერსონალური მონაცემების რუსეთისათვის გადაცემის გამო.

შედარება არაა ტაქსის კლიენტის მონაცემებსა და ბანკის კლიენტის მონაცემებს შორის. ეს უკანასკნელი შეიცავს ყველაფერს.

2 მილიონი საქართველოს მოქალაქის პერსონალური მონაცემები აღმოჩნდა ჩინელების ხელში, მას შემდედ, რაც “ბაზისბანკმა” “ლიბერთი ბანკი იყიდა”. 2017 წლის ჩინეთის დაზვერვის კანონით, ნებისმიერი ჩინური კომპანია, ადგილობრივი იქნება თუ საზღვარგარეთული, ვალდებულია ამ ორგანიზაციას მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.

რუხაძეს და კომპანიას, სანამ დაასანქცირებდნენ, აქედან ფული რომ გაეტანა, “ლიბერთი ბანკი” სარფიანად გააყიდინა ეროვნულმა ბანკმა(რომელიც თავიდან კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა რუხაძისვე განცხადებით), ისე, რომ ქვეყნის ინტერესებზე არც დაფიქრებულა. ასეთი რამ ივანიშვილის მხრიდან ჩარევის გარეშე რომ არ მოხდებოდა, ეს არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი.

მსმენია ხოლმე-ჰქონდეთ რა, ჩემს შესახებ ინფორმაცია, იქით მივცემ თუ უნდათო. სიმართლე რომ გითხრათ, ერთი ადამიანის შესახებ მონაცემები უცხოეთის სპეცდაწესებულებებს არც აინტერესებთ ან ნაკლებად აინტერესებთ, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილის პერსონალური მონაცემები ერთად თავმოყრილი, ეს უკვე სისტემური აქტივია და შესაბამისად სისტემურ რისკებსაც შეიცავს. ეს რომ არ იყოს საშიში, ამ პრობლემით ასე შეშფოთებული არ იქნებოდნენ სახელმწიფოები. ჩვენთან ამას როგორც ხელისუფლება, ასევე საზოგადოება ზედაპირულად უყურებს.

მილიონობით ადამიანის მონაცემი უკვე მთელი საზოგადოების “ქცევის რუკაა”. ასეთი მონაცემები უბრალოდ “ტექნიკური ინფორმაცია” კი არა, რეალური ძალაა-ბიზნესისთვის, რეკლამისთვის და ზოგჯერ სახელმწიფო ინტერესებისთვისაც.

რაც ეს კანონი მიიღო, დასავლეთმა ჩინურ ბიზნესთან( მაგ. ტიკ-ტოკი), განსაკუთრებით კი ბანკებთან მიმართებით მოთხოვნები გაამკაცრა. საქართველოს ეროვნული ბანკიც თურმე ასე იქცეოდა, სანამ ზემოდან არ ჩასძახეს.

წერს სოციალურ ქსელში, რომან გოცირიძე

პ.ს. საქართველოში ასეთი საფრთხე შეინიშნება ყველა სფეროში იქნება ეს განათლება, თავდაცვა-უსაფრთხოება, ეკონომიკა თუ სხვა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია საქართველოს შესახებ მუდმივი მომხსენებელი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე. დოკუმენტზე იმუშავეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარებმა. დოკუმენტის კენჭისყრამდე იუკნევიჩიანემ თქვა: „როგორც...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა