ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარიგანათლება2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამებიდან ამოიღეს აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ..."ბედნიერი ერი"; "აჩრდილი"; "ბახტრიონი";...

2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამებიდან ამოიღეს აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ…”ბედნიერი ერი”; “აჩრდილი”; “ბახტრიონი”; “ყვარყვარე თუთაბერი”…

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბას და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები ამოიღო, სადაც ყველაზე აქტიურადაა განხილული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, აჯანყება, ნათლადაა ასახული ქართველი ერის იდენტობა და მისი ბრძოლა თავისუფლებისთვის.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების 2025 წლის პროგრამები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წელთან შედარებით ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან ამოღებულია გარკვეული ნაწარმოებები:

სულხან-საბა ორბელიანი

  •  „მემკვიდრის აღზრდის ამბავი“;
  • „მეფე ხორასნისა“;
  • „ძუნწი და ვაჭარი“;
  • „უგუნური მცურავი“;
  • „სამნი ბრმანი“;
  • „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“

დავით გურამიშვილი

  • „სწავლა მოსწავლეთა“;
  • „ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი“;
  • „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“;
  • „ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება“;
  • „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“;
  • „დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოება“;
  • „ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, ამისი მოთქმა დავითისაგან“;
  • „ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“;
  • „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“;
  • „დავით გურამისშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“

ალექსანდრე ჭავჭავაძე

  • „გოგჩა“

გრიგოლ ორბელიანი

  • „საღამო გამოსალმებისა“;
  • „პასუხი შვილთა“.

ნიკოლოზ ბარათაშვილი

  • „არ უკიჟინო, სატრფოო…“;
  • „ცისა ფერს“;
  • „ხმა იდუმალი“;
  • „სულო ბოროტო“;
  • „ვპოვე ტაძარი“.

ილია ჭავჭავაძე

  • „ბედნიერი ერი“;
  • „პასუხის პასუხი“;
  • „ჩემო კალამო“;
  • „განდეგილი“;
  • „აჩრდილი“ (VII თავი).

აკაკი წერეთელი

  • „აღმართ-აღმართ“;
  • „სულიკო“;
  • „ქებათა ქება (სხვებმა სვან ღვინო…)“.

ალექსანდრე ყაზბეგი

  • „ხევისბერი გოჩა“.

ვაჟა ფშაველა

  • „რამ შემქმნა ადამიანად“;
  • „იას უთხარით ტურფასა“;
  • „ბახტრიონი“;
  • კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი.

პოლიკარპე კაკაბაძე

  • „ყვარყვარე თუთაბერი“.

გალაკტიონ ტაბიძე

  • „მშობლიური ეფემერა“.

გიორგი ლეონიძე

  • „ნინოწმინდის ღამე“.

პაოლო იაშვილი

  • „ლექსი პოეზია“.

ამასთან, წინა წელთან შედარებით, ისტორიის პროგრამაში აღარ შევა აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ეროვნული გამოცდების პროგრამის ნაცვლად ისაუბრა სასწავლო პროგრამაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ „სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა”.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოცდების ცენტრში განაცხადეს, რომ გამოცდების ცენტრი მაშინ გვიპასუხებს კითხვებზე, „როდესაც ამას გადაწყვეტენ“.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა