კვირა, აპრილი 28, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღება"ქართველების ბრძოლა უკრაინისთვის" - The Times-ის სტატია ქართულ ლეგიონზე

“ქართველების ბრძოლა უკრაინისთვის” – The Times-ის სტატია ქართულ ლეგიონზე

2023/08/29/aje1hxe7b6cb238.jpg

“ქართველების ბრძოლა უკრაინისთვის, რადგან მათ ახსოვთ რუსეთის შემოჭრა”, – ამ სათაურით უკრაინაში მიმდინარე ომში ქართველი მებრძოლების როლზე სტატიას The Times აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, უკრაინას დაახლოებით 1 500 ქართველი ეხმარება. 

The Times ქართული ლეგიონის ლიდერს მამუკა მამულაშვილს ესაუბრა.

მათი თქმით, 45 წლის მებრძოლს ცხოვრების უმეტესი ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში აქვს გატარებული. სტატიაში წერია, რომ მამულაშვილი 14 წლის იყო, როცა გენერალ მამასთან ერთად აფხაზეთის ომში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში წავიდა.

“რუსებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება გვაქვს. საქართველოში ვნახეთ იგივე სისასტიკე, რაც ბუჩაში, ირპინსა და უკრაინის სხვა ადგილებში. ბუნებრივია, რომ ქართველები აქ არიან. ჩვენმა ბევრმა ბიჭმა დაკარგა მამა და ოჯახის წევრი და არიან ლტოლვილები საკუთარ ქვეყნებში”, – ამბობს მამუკა მამულაშვილი.

სტატიაში ნათქვამია, რომ მამულაშვილი და მისი მამა რუსულმა ძალებმა აფხაზეთის ომის დროს შეიპყრეს. მამულაშვილმა ტყვეობაში 3 თვე გაატარა და ის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს, მისი მამა კი ტყვეობაში 2 წელი იმყოფებოდა.

აფხაზეთის ომის შემდეგ მამულაშვილი ჩეჩნეთში გაემგზავრა, რათა შეერთებოდა აჯანყებულებს, რომლებიც რუსული მმართველობისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ.

სტატიაში საუბარია, რომ მამულაშვილმა ქართული ლეგიონი 2014 წელს, კრემლის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩამოაყალიბა და რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მებრძოლების რაოდენობა 200-დან 2 100-მდე გაზარდა. ლეგიონს 60-ზე მეტი დაღუპული წევრი ჰყავს.

“მისი მებრძოლები მუშაობენ 12-დან 20 ჯარისკაცისგან შემდგარ მცირე რაზმებში მტრის ხაზების მიღმა, უმიზნებენ მაღალი რანგის ოფიცრებს და ტყვედ აჰყავთ ჩეჩენი ჯარისკაცები, რომლებიც კრემლის ერთგულები არიან”.

სტატიაში წერია, რომ ქართული ლეგიონი ძირითადად ეთნიკურად ქართველებით არის დაკომპლექტებული, თუმცა მას 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჰყავს მებრძოლები, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან.

“ქართველი მებრძოლები შიშობენ, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის კვლავ გადაიტანს ყურადღებას მათ სამშობლოზე, რომელმაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ნახსენებია რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევის გასულ კვირას გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებაზე საუბრობს.

The Times საუბრობს ქართული ლეგიონის წევრებზე, რომლებსაც ოჯახის დატოვება მოუწიათ, თუმცა მათ სჯერათ, რომ უკრაინის დახმარებით საკუთარ ქვეყანასა და ოჯახს ეხმარებიან.

სტატიაში ნათქვამია ქართული ლეგიონის წინააღმდეგ კრემლის მუდმივ ბრალდებებზე და მათ შორის ერთ-ერთი ეხება რუსეთის განცხადებას, თითქოს, ლეგიონის წევრებმა 2 რუსი სამხედრო სასტიკი სიკვდილით დასაჯეს, რაც მამულაშვილმა უარყო და მას “სუფთა რუსული პროპაგანდა” უწოდა.

The Times წერს, რომ ქართული ლეგიონის ერთადერთი მტერი პუტინი არ არის და მათ საქართველოს მთავრობა მოქალაქეობის ჩამორთმევით დაემუქრა, თუმცა პროტესტის შემდეგ უკან დაიხია.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი უმრავლესობით უკრაინის მომხრეა, ქვეყნის მთავრობა ომის დაწყებიდან კრემლს უფრო დაუახლოვდა. მან უარი თქვა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომის მიზეზად უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფება დაასახელა”, – წერს გამოცემა.

The Times ესაუბრა დავით კეზერაშვილსაც, რომელიც 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს თავდაცვის მინისტრი იყო, ახლა კი მხარს უკრაინას უჭერს. კეზერაშვილი საუბრობს ქართულ ლეგიონსა და საქართველოს მთავრობის მხრიდან მათ შევიწროებაზე.

“მებრძოლები, რომლებიც ქართულ ლეგიონს უერთდებიან, ხშირად ამას აკეთებენ საკუთარი თავებისა და ოჯახების დიდი პირადი საფასურის ხარჯზე… მათი სატელეფონო საუბრები მუდმივად ისმინება, მათ ახლობლებს უთვალთვალებენ და მათთვის უჩვეულო არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება საათობით აყოვნებს საკუთარი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოგზაურობისას”, – ამბობს კეზერაშვილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა წევრის მსგავსაც, მამულაშვილიც ამბობს, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, პირობას დებს, რომ ქართული ლეგიონი პუტინის წინააღმდეგ ბრძოლას იარაღის გარეშეც გააგრძელებს, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა