
ქვეყნებს NATO-ში შესვლა უნდათ, რადგან არ სურთ, რომ რუსეთი მათთან შეიჭრას, რომ მათ თავს დაესხას და ამიტომ გაწევრიანდნენ შვედეთი და ფინეთი NATO-ში. ამიტომ გაწევრიანდნენ ბალტიის ქვეყნები NATO-ში, რათა რეალურად თავდაცვითი ქოლგა ჰქონოდათ. თუკი ახლა [უკრაინისთვის] ეს არ განიხილება და ეს გამორიცხულია, მაშინ გვესაჭიროება, განვიხილოთ ისეთი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ხელშესახებია. ეს ვერ იქნება ფურცლები ან დაპირებები. ეს უნდა იყოს რეალური შესაძლებლობები, სამხედროები, რათა უკრაინას თავდაცვის უნარი ჰქონდეს. უნდა გვესმოდეს, რომ დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არაა. თუ ის დონბასს მიიღებს, ციხესიმაგრე დაეცემა და შემდეგ ისინი ნამდვილად გადავლენ მთელი უკრაინის აღებაზე და თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ სხვა რეგიონებიც საფრთხის ქვეშ იქნება.

თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა რეპორტიორებთან საუბრისას.










