მთავარიპოლიტიკაEU-მა ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმები დაასანქცირა

EU-მა ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმები დაასანქცირა

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას და კრიპტოპლატფორმებს საქართველოდან.

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და კრიპტო სექტორს ეხება. ასევე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინდივიდუალური სანქციების (listings) ყველაზე დიდ ჯგუფს — ჯამში, 218 სუბიექტს, მათგან 48 ფიზიკურ პირსა და 170 იურიდიულ პირს.

ახალი პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი სანქციებს უწესებს 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირს ნავთობის სექტორში, მათ შორის რუსეთის 3 ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას, ისევე როგორც კომპანიას, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად.

„გარდა ამისა, პაკეტი ქმნის შესაძლებლობას, აიკრძალოს ტრანზაქციები სიაში შეყვანილ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებთან რუსეთსა და მესამე ქვეყნებში, რომლებიც ამუშავებენ ან ასუფთავებენ რუსულ ნედლ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. ამ ჩარჩოში ევროკავშირი აწესებს ტრანზაქციების აკრძალვას — რომელიც ძალაში შევა ექვს თვეში — ქართულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ვაჭრობს და ამუშავებს რუსულ ნავთობს ყულევში. გარდა ამისა, ევროკავშირმა ტრანზაქციების აკრძალვას დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაამატა ნავთობით მოვაჭრე ხუთი პირი, რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენის აკრძალვის ხელის შეშლისთვის“, — ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სანქციების ფარგლებში, ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და ფონდებზე წვდომა აუკრძალა 94 ბანკსა და მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს, ასევე რუსეთის საბანკო ისტებლიშმენტის გავლენიან ფიგურებს. ტრანზაქციების აკრძალვა გავრცელდა კიდევ 33 რუსულ საკრედიტო და ფინანსურ დაწესებულებაზე. გარდა ამისა, სანქციების გვერდის ავლის გამო ტრანზაქციების აკრძალვა უწესდება ყირგიზულ ბანკს, რომელიც დაკავშირებულია SPFS-ის (ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა) აკრძალვასთან, და სამ სხვა არარუსულ ბანკს.

„ევროკავშირი ტრანზაქციების აკრძალვას ავრცელებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე, რომლებიც ბაზირებულია საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში“, — ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ევროკავშირს მესამე ქვეყნებისთვის პირველად შემოაქვს კრიპტო-აქტივების მომსახურების სრული აკრძალვის შესაძლებლობა, როგორც შემაკავებელ მექანიზმი იმ ქვეყნებისთვის, ვინც მასპინძლობს პლატფორმებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით. ეს ახალი ინსტრუმენტი საშუალებას მისცემს ევროკავშირს, აკრძალოს ნებისმიერი ტრანზაქცია ევროკავშირის ოპერატორსა და რუსეთის მიერ გამოყენებულ ნებისმიერ კრიპტო-პროვაიდერს შორის.

ენერგეტიკასთან დაკავშირებით დღევანდელი პაკეტი აჩერებს ნავთობის ფასის ზედა ზღვრის მექანიზმის ავტომატურ კორექტირებას 2027 წლის 15 ივლისამდე. სანქცირებულთა სიას (632 ხომალდი) დაემატა ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 41 ხომალდი. ეს ზომები მიმართულია არაევროკავშირის ტანკერებისკენ, რომლებიც არიან ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი და გვერდს უვლიან ნავთობის ფასის ზედა ზღვრის მექანიზმს, სხვა გზებით უჭერენ მხარს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, გადაზიდავენ სამხედრო აღჭურვილობას რუსეთისთვის ან მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს. ევროკავშირი ასანქცირებს 8 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირს, რომლებიც აქტიურები არიან ჩრდილოვანი ფლოტის ეკოსისტემაში, მათ შორის კომპანიებს, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის მსხვილი ნავთობკომპანიების სახელით. ასევე, პირველად, გემების ეკიპაჟების დაკომპლექტების სააგენტოს, რომელიც მხარს უჭერს ჩრდილოვან ფლოტს.

დღევანდელი პაკეტი ასევე აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს 56 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში. მათგან 37 უშუალოდ უკავშირდება შორი მოქმედების დრონებს, მათ წარმოებასა და მომარაგების ჯაჭვს.
საბჭომ ასევე დაამატა 51 ახალი სუბიექტი იმ პირთა სიაში, რომლებზეც ვრცელდება ექსპორტის გამკაცრებული შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერის გამო.

პაკეტი ქმნის საფუძველს ვიზების სრული აკრძალვისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სხვა მარიონეტული ჯგუფების მებრძოლებისა და ყოფილი მებრძოლებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

ევროკავშირი შეთანხმდა გააფართოოს არსებული საექსპორტო აკრძალვა იმ ნივთებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებსაც რუსეთის სამხედრო მრეწველობა იყენებს (ნიკელის ფხვნილები, სპეციალური შენადნობები რეაქტიული ძრავებისთვის, კომპონენტები უპილოტო საფრენი აპარატებისთვის და სხვა).

გარდა ამისა, ევროკავშირმა შემოიღო დამატებითი შეზღუდვები იმ საქონლის იმპორტზე, რომელსაც რუსეთისთვის დიდი შემოსავალი მოაქვს (60 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების), როგორიცაა სპილენძის, ნიკელის, ტყვიის და ძვირფასი ლითონების მადნები, თუთია, ავტომობილების ნაწილები და სხვა.

დღევანდელი პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს ბელარუსის მიმართ, რომლებიც იმეორებს რუსეთისთვის დაწესებულ ზომებს, კერძოდ- სავაჭრო ზომებს და სამართლებრივ დაცვას.

სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება ევროკავშირში თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

“გასაიდუმლოებული ანგარიში, “ომის სამინისტრო”, თავდაცვის ხარჯების 1.15 ტრილიონამდე ზრდა — რა წერია აშშ-ის კონგრესის NDAA აქტში საქართველოზე?

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს, 23 ივლისს, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (National Defense Authorization Act, NDAA) დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიციირებული შესწორებებიც შევიდა. კანონპროექტს...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა