მთავარიპოლიტიკააშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა.

“კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ – ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.

კანონპროექტი ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.

დოკუმენტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) თებერვალში წარადგინეს.

კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს: ანგარიშს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებზე საქართველოში.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა და თავდაცვის მდივანმა 180 დღის განმავლობაში უნდა მოამზადონ ანგარიში, რომელიც:

  • შეისწავლის რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათი აქტივების შეღწევას საქართველოში;შეაფასებს რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთას საქართველოში;
  • ასევე, კანონპროექტი ითხოვს აშშ-საქართველოს ურთიერთობების 5-წლიან სტრატეგიას.
  • კერძოდ, კანონპროექტი მოითხოვს აშშ-ის მხრიდან სტრატეგიის მომზადებას, რომელიც განსაზღვრავს აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიზნებს;შეაფასებს, რა სახის დახმარება და რესურსები უნდა გამოყოს აშშ-მ საქართველოსთვის;დაადგენს, უნდა გაგრძელდეს თუ არა აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის;შეაფასებს, რამდენად არის საქართველოს მთავრობა მზად აშშ-სა და ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად.

არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის – ქართველი ხალხის სურვილისა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი.

ახლა კანონპროექტი სენატში გადაინაცვლებს. 

სენატში დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი სახელმწიფო მდივანს, ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, დაავალდებულებს ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარმოადგინონ საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსეთის და ჩინეთის დაზვერვის უჯრედების შეღწევის, და ასევე რუსეთის და ჩინეთის გავლენების გადაკვეთის და თანამშრომლობის შესახებ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის აქტის პროექტში საქართველოსთან დაკავშირებით ორი ახალი შესწორება დაამტკიცეს

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში ორი შესწორება შედის საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებისა (ახსენებს "პოლიტიკურ პატიმრებს") და "საქართველოში მოქმედი რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების" შესახებ. ორივე...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა