მთავარისაზოგადოებაევროკავშირის მტრად გამოცხადება საქართველოს არაფორმალური მმართველი რუსი ოლიგარქის სკამის სიმყარეზეა დამოკიდებული -...

ევროკავშირის მტრად გამოცხადება საქართველოს არაფორმალური მმართველი რუსი ოლიგარქის სკამის სიმყარეზეა დამოკიდებული – რუსული რეჟიმის მკვლელი პროპაგანდა!

დეზინფორმაცია და ტყუილი ევროპაზე, ცემა და შიში საკუთარი ხალხისთვის: ასე იცავს ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას
ყოველდღე „იმედი“ და „რუსთავი 2“ ევროკავშირზე ყველაზე ცუდ ამბებს ეძებენ: ცალკეულ ტრაგედიას, კორუფციულ სკანდალს, ნებისმიერ ნეგატივს. ამოგლეჯენ კონტექსტიდან, ამახინჯებენ და ეთერში ისე ატარებენ, თითქოს მთელი ევროპა ინგრეოდეს. დადებით ამბავს არასდროს აშუქებენ. ეს ჟურნალისტიკა არ არის. ეს შეგნებული, სისტემური ტყუილია, რომელიც რუსული პროპაგანდის ნარატივებს იმეორებს და ქართველს არწმუნებს, რომ ევროპა მტერია, ოკუპანტი რუსეთი კი გადამრჩენელი.
ამ ტყუილს ერთი მიზანი აქვს: ტირანი რუსი ოლიგარქის არალეგიტიმური ძალაუფლების შენარჩუნება. ევროპა ის სივრცეა, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, მედია თავისუფალია, ხელისუფალი კი ხალხის წინაშე პასუხს აგებს. ასეთ სისტემაში ივანიშვილს და მის კლანს სამართალი დაატყდებოდა თავს, ამიტომ სძულს და ეშინია მას ევროპა.
ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ საქართველოში დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს და ის რუსულ პროპაგანდას ემთხვევა.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნები მძიმეა. სანქციები დაწესებულია როგორც პროპაგანდისტულ მედიაზე, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებზე დემოკრატიის მოშლისა და რუსეთის სანქციების გვერდის ავლისთვის.
იმავე დროს, სანამ ეთერში ევროპას ლანძღავენ, ქუჩაში პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებს სცემენ და აკავებენ. ეს ერთი და იგივე პოლიტიკაა: ევროპას ტყუილით ებრძვიან, საკუთარ მოქალაქეებს კი ძალადობით. რეჟიმი ევროპას იმიტომ კი არ ებრძვის, რომ ევროპა ცუდია, არამედ იმიტომ, რომ ევროპა ხელს უშლის მას ხალხის ძალადობით მართვაში.

როცა მხოლოდ ნეგატივს არჩევ, კონტექსტს შლი და ერთსა და იმავე შიშს ყოველდღე იმეორებ, ინფორმაციას აღარ აწვდი ადამიანს — მის ცნობიერებას ამუშავებ, რაც რუსეთში, ირანში და ტოტალიტარულ ქვეყნებში ხდება.
ბიძინა ივანიშვილის და მისი ვირთხების მიზანი მარტივია:
👉 ევროკავშირი — საფრთხედ.
👉 დასავლეთი — მტრად.
👉 რუსეთი — ალტერნატივად.
და ყველაზე საშიში სწორედ ესაა.
ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ მთავარი საფრთხე ევროპაა, ხოლო რუსეთი — „სტაბილურობის“ მხარე.
ეს უკვე მხოლოდ ევროკავშირის გაშავება აღარ არის.
ეს არის ბრძოლა მოქალაქის თავში — რას დაინახავს ის, როცა ევროპაზე იფიქრებს.
რადგან თუ ადამიანს მუდმივად უმეორებ, რომ ევროპა მტერია, ერთ დღეს შეიძლება აღარ ჰკითხოს საკუთარ თავს — რატომ?
აი, სწორედ მაშინ იმარჯვებს პროპაგანდა.
და ყველაზე დიდი საფრთხე ის კი არ არის, რომ ევროპა მტრად დაგვანახონ.
ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ საკუთარი არჩევანის თავისუფლება ისე დაგვაკარგვინონ, ვეღარც კი მივხვდეთ, რა დავკარგეთ.

ვისაც ეს პროპაგანდა სჯერა და ხელისუფლებას უჭერს მხარს, ახლავე უნდა გაიგოს: ხელისუფლება, რომელიც დღეს მშვიდობიან მოქალაქეს ცემს, ხვალ დააშინებს ყველას, ვინც ხმას ამოიღებს, მათ შორის თქვენც და თქვენს შვილებსაც.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის სტრატეგიაში — მზაკვრული გეგმა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ

რუსეთ–საქართველოს ომიდან თვრამეტი წლის თავზე 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. თექვსმეტი მუხლისგან შემდგარი ხელშეკრულება საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციას, კანონმდებლობების ჰარმონიზაციასა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა