მთავარიმსოფლიოევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, სანქციების აღსრულების საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგენლად კი შვედი დიპლომატი დანიშნა. ახალი უწყება სანქციების ყველა მიმართულებას გააკონტროლებს, განსაკუთრებული კი რუსეთს, ბელარუსს, ასევე ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და სირიას

“დღეს კომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რომლის მიზანი სანქციების სრულ ციკლთან დაკავშირებით კომისიის გამოცდილების გაერთიანებაა. პოლიტიკის შემუშავებიდან დაწყებული, მისი იმპლემენტაციით, აღსრულებითა და სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული, მათ შორის, მესამე ქვეყნებთან კომუნიკაციისა და ჩართულობის ჩათვლით. ეს შეეხება სანქციების ყველა რეჟიმს, კერძოდ, რუსეთისა და ბელარუსის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის, ასევე, ჰიბრიდული და ორგანიზებული დანაშაულის მიმართ“ | ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში

ახალი სტრუქტურა, რომელიც 2027 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდება, სანქციების პოლიტიკის შემუშავებას, აღსრულებასა და მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააერთიანებს. ევროკომისიის განმარტებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ევროკავშირის რეაგირებამ სანქციები საგარეო პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტად აქცია. ომის დაწყებიდან დღემდე ბრიუსელმა სანქციების 21 პაკეტი მიიღო, რამაც უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და სტრუქტურების გაძლიერების საჭიროება გააჩინა

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

“შეხვედრა მინსკში საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების დადასტურებაა” — დიპლომატები

“რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ქართული მხარის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნა და შეხვედრის ადგილად მინსკის განსაზღვრა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა”, – ამის შესახებ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა