მთავარისაზოგადოებამეუფე ზენონი აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვით "დემოკრატიული წყობის დემონტაჟი იწყება"

მეუფე ზენონი აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვით “დემოკრატიული წყობის დემონტაჟი იწყება”

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონი საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის გაუქმების სარჩელის განხილვას ეხმაურება და წერს, რომ “როდესაც მმართველი ძალა თავად წყვეტს, ვის აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და ვის არა, იგი საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებს, მოქალაქეს კი ართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას”.

“პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის. ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ნების შეზღუდვა და დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის თანდათანობით გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც მმართველი ძალა თავად წყვეტს, ვის აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და ვის არა, იგი საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებს, მოქალაქეს კი ართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას. ასე იწყება დემოკრატიული წყობის დემონტაჟი, გზა ავტორიტარიზმისკენ მიდის და შეუზღუდავი ძალაუფლების პირობებში დიქტატურის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს”. ასეთ ვითარებაში კანონი სამართლიანობის დაცვის ნაცვლად ძალაუფლების შენარჩუნების იარაღად იქცევა, შიში ცვლის თავისუფალ აზრს, საზოგადოებრივი თანხმობა კი იძულებით მორჩილებას უთმობს ადგილს.

საბოლოოდ, იზღუდება ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილების შესაძლებლობა, სუსტდება სახელმწიფო ინსტიტუტები და ირღვევა საზოგადოებრივი ნდობა.
როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური ალტერნატივის ჩახშობას იწყებს, იგი მხოლოდ მოწინააღმდეგეს არ ებრძვის, არამედ იმ საფუძველს ანგრევს, რომელზეც თავისუფალი სახელმწიფო დგას. ქვეყნის მომავალი ვეღარ განისაზღვრება მოქალაქეთა თავისუფალი ნებით და ძალაუფლება თავად იქცევა საკუთარ კანონად. ასეთ გზაზე ყალიბდება სახელმწიფო, რომელშიც მოქალაქე ხელისუფლების წყარო აღარ არის, არამედ მისი მორჩილების ობიექტია.

მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობას, ძალაუფლების მონოპოლიზებას, ადამიანის თავისუფლებისა და პიროვნული ღირსების შელახვას ცდილობს, არსობრივად შეუთავსებელია ქრისტიანული ეკლესიის მისიასთან. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ვერ დაეფუძნება ძალაუფლების უპირობო ლეგიტიმაციას, როდესაც ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფალი პოლიტიკური ნების შეზღუდვის ხარჯზე ცდილობს”, — წერს მეუფე ზენონი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

პროევროპული პარტიების აკრძალვა – რა კავშირი აქვს “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელს ოკუპანტ რუსეთთან?

5 პროევროპული პარტიის ყოფნა-არყოფნის საკითხი 3 სხდომაზე უნდა გადაწყდეს - „ქართული ოცნების“ მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს. ამ პროცესს ხელისუფლების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა