მთავარითავდაცვა-შეიარაღებატრამპი: NATO-ს ლიდერებს თავიანთი ქვეყნები ძალიან უყვართ და მათი დაცვა სურთ

ტრამპი: NATO-ს ლიდერებს თავიანთი ქვეყნები ძალიან უყვართ და მათი დაცვა სურთ

რაც შეეხება მე-5 მუხლს, აქ [NATO-ს სამიტზე] იმიტომ მოვედი, რომ ამის გაკეთება მომეთხოვება, მაგრამ აქედან ცოტა სხვანაირად მივდივარ. ამ ქვეყნების ლიდერებს ვუყურებდი, როგორ დგებოდნენ და თავიანთი ქვეყნების მიმართ როგორ სიყვარულსა და გატაცებასაც გამოხატავდნენ, დაუჯერებელი იყო. ასეთი რამ არასდროს მინახავს. მათ თავიანთი ქვეყნების დაცვა სურთ და ამისთვის აშშ სჭირდებათ. აშშ-ს გარეშე იმავენაირად ვეღარ იქნებოდა და შეგიძლიათ ჰკითხოთ მარკს, ან სხვებს, ვინც იქ იყვნენ, ძალიან ემოციური იყო ამის დანახვა. 

[…] როცა იმ მაგიდასთან ვიჯექი, ადამიანების კარგ ჯგუფთან ერთად, რომელთა უმეტესობასაც ვიცნობდი. როცა დავინახე, თუ რა გატაცება ჰქონდათ თავიანთი ქვეყნების მიმართ, თითქმის ყველა მათგანმა მადლიერება გამოხატა აშშ-სთვის. აშშ-ს გარეშე NATO ვერ გექნება, არ იმუშავებდა, მაგრამ სამომავლოდ იმუშავებს, რადგან ახლა ბევრად მეტ ფულს იხდიან, ეს დიდებული იყო. 

აქედან მივდივარ იმ ფიქრით, რომ ამ ადამიანებს ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყნები, ეს არ არის ფულის მოპარვა და ჩვენ აქ ვართ, რათა მათ საკუთარი ქვეყნის დაცვაში დავეხმაროთ.

თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს ჰააგის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან გაქრა – საქართველო EU-ს მიღმა დარჩა | რას ამბობენ “ოცნებაში” და რას ამბობს ოპოზიცია

საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა