მთავარიმსოფლიოუკრაინული მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქის მიმართულებით ცეცხლი კვლავ გახსნეს

უკრაინული მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქის მიმართულებით ცეცხლი კვლავ გახსნეს

პრორუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის დასახლება სტანიცა ლუგანსკას მიმართულებით, ცეცხლი კვლავ გახსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მანამდე საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში დასახლებული პუნქტი დაბომბეს. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღი და სარკინიგზო სადგური დაზიანდა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების“ ლიდერების სანქცირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელი

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა