მთავარისაზოგადოებახვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც პლეი-ოფის ზედიზედ 7...

ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც პლეი-ოფის ზედიზედ 7 მატჩში შეასრულა საგოლე მოქმედება

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენში „ბაიერნთან“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩი 1:1 დაასრულა და ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.

ქართველმა ვარსკვლავმა პირველ მატჩში დუბლი შეასრულა, გერმანიაში კი სტუმართა ერთადერთი გოლი მისი გადაცემით გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ფაბრიციო რომანო: „ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთმა მოთამაშემ შეძლო გოლის გატანა ან საგოლე გადაცემის შესრულება ერთ სეზონში პლეი ოფის ზედიზედ 7 თამაშში – ის ხვიჩა კვარაცხელიაა“.

ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი: „ხვიჩა კვარაცხელია შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ. ის მისტერ ჩემპიონთა ლიგაა“.

GoalsXtra: „კვარაცხელია გაგიჟდი?“.

DAZN Football: „ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ისტორია შექმნა. პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ზედიზედ შვიდ პლეი ოფის მატჩში გოლი გაიტანა ან საგოლე გადაცემა გააკეთა“.

TNT Sports: „პსჟ-ს მხოლოდ სამმა მოთამაშემ გაიტანა 15 ან მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში: უსმან დემბელემ, კილიან მბაპემ და ხვიჩა კვარაცხელიამ“.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვა, 2026 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით

ევროკომისიის მიერ დღეს წარდგენილი გაფართოების პაკეტი ნათლად აჩვენებს, რომ გაფართოების პროცესი წინ მიიწევს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა