ოთხშაბათი, მაისი 29, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაამერიკის ელჩი: ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა თავდაცვითი ძალები, აღჭურვა სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ...

ამერიკის ელჩი: ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა თავდაცვითი ძალები, აღჭურვა სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი განმარტავს, რა დახმარებას უწევს ამერიკა საქართველოს.

„რას ნიშნავს და როგორია ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები რასაც აკეთებენ, რომ მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში, სწორედ ეს გავაკეთეთ. ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვითი ძალები, აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა და ასევე, შეაკავოს შემდგომი აგრესია,“ – განაცხადა ელჩმა.


ელჩის განმარტებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას.

„ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დავხმარებოდით შშმ პირებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენმა დახმარებამ მცირე ფერმერებს და მცირე მეწარმეებს მისცა სესხები. ჩვენ მივეცით ახალგაზრდებს პროფესიული განათლება.


ჩვენ გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა და უზრუნველვყოფთ წიგნებით. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა. ეს ისაა, რასაც მეგობრები აკეთებენმეგობრები ეხმარებიან ქვეყანას შესაძლებლობების გაძლიერებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასა და თავდაცვაში.


მე ძალიან ამაყი ვარ, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებით, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც ეს დახმარება განახორციელეს. ასე რომ, თქვენ უნდა დაუსვათ თავს კითხვა, თუ გაქვთ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები სერიოზულ შეშთოფებას გამოხატავენ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, უნდა დაუსვათ თავს კითხვა, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის? მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი.

  • აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული.

ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას,“ – განაცხადა დანიგანმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ქარტია” – პრეზიდენტის ახალი ინიციატივა/სრული ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებისთვის მის მიერ შეთავაზებული "ქართული ქარტია" წარადგინა, რომელსაც გთავაზობთ სრულად: "ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა