შაბათი, ივნისი 15, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებააშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას

აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას

აშშ-ის ევროპულ სარდლობაში Europetime-ს განუცხადეს, რომ თავდაცვის დეპარტამენტს აქვს ძლიერი უსაფრთხოების კავშირები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან.

„საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას NATO-ს ინიციატივებსა და წვრთნებში ჩართვის გზით, თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებით სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკული მარშრუტების დასაცავად და უსაფრთხოების გამოწვევების გადასაჭრელად. ეს პარტნიორობა NATO-სა და ევროპას სარგებელს მოუტანს საიმედო პარტნიორის უზრუნველყოფით, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და საერთო ღირებულებებს რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში.“


„შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ – აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს. ამ მიზნით, 23 იანვარს, აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM), ელჩებთან და სამხედრო ლიდერებთან ერთად, ბუქარესტში, რუმინეთში განიხილა რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიები და შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების საკითხები.

აღნიშნული სტრატეგია ახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა და დაადასტურა, რომ აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

  • „გონივრულად მოგვიწოდებდნენ, გვქონდეს უფრო ორიენტირებული შავი ზღვის სტრატეგია. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი და მე ამ კვირაშიც გავმართე შეხვედრა, რათა მესაუბრა იმაზე, თუ როგორ წავწიოთ წინ ეს საკითხი თურქეთთან და სხვა სახელმწიფოებთან. ამდენად, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე,” – აღნიშნა ჯეიმს ო’ბრაიენმა.

იქედან გამომდიმარე, რომ  „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს ყველა აღნიშნული აქტორისთვის კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.


აშშ-ის საელჩომ საქართველოში, დაადასტურა, რომ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, შტატები საქართველოსთან მუშაობას აგრძელებს.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შავი ზღვა უმნიშვნელოვანესია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ხელს უწყობს ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ნაკადებს ევროპას, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის.


„ამ კვირაში ელჩი დანიგანი აშშ-ის სხვა მაღალი რანგის დიპლომატებთან და სამხედროებთან ერთად ბუქარესტში შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოებისა და აშშ-ის მოკავშირეებისა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიების განსახილველად იმყოფებოდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად,“ ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სწორედ რუმინეთში გამართულ შეხვედრას მიუძღვნა.

წყარო: europetime.eu

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით – ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება

აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა