ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაგერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი: საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის შეცვლის გამო ქვეყნის EU-ში...

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი: საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის შეცვლის გამო ქვეყნის EU-ში გაწევრების პროცესი შეჩერდა, ასევე გადაიხედება ურთიერთობები და შეჩერდება ყველანაირი ფინანსური თუ სხვა დახმარება

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო ქვეყნის EU-ში გაწევრების პროცესი შეჩერდა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ამასთან, ელჩის თქმით, გერმანიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ ეტაპზე არ აიღოს.

„საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე ამ პროცესში, გაწევრების პროცესში, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრების პროცესი შეჩერდა. საქართველოს გაწევრების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა.

ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრების კანდიდატი ქვეყნის ხელში. გერმანიის მხრიდან ვისაუბრებ და ვიტყვი, რომ ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის და ღრმა ურთიერთობა. ჩვენ აშშ-სთან ერთად ვართ საქართველოსთვის განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უდიდესი დონორი.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოსთან ამ დროისთვის. ამიტომ, გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს. გერმანიის სამხედროებმაც გააუქმეს მონაწილეობა “ღირსეული პარტნიორის” პროგრამაში.

ჩვენ გავაუქმეთ პროგრამა, რომელიც გასულ წელს თბილისში ჩატარდა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. ახლა ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ქმედებებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა. ჩვენ ვიყავით აშშ-სთან ერთად საქართველოს თავდაცვის საუკეთესო პარტნიორი, სწორედ აქ გვინდა რომ ვიყოთ. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამის მიხედვით“, – განაცხადა ფიშერმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა