მთავარიანალიტიკადეზინფორმაცია და ტყუილი ევროპაზე, ცემა და შიში საკუთარი ხალხისთვის: ასე იცავს ბიძინა...

დეზინფორმაცია და ტყუილი ევროპაზე, ცემა და შიში საკუთარი ხალხისთვის: ასე იცავს ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას

ყოველდღე ერთი და იგივე სცენარი მეორდება: ევროპაში კრიმინალია — „ასეთია ევროპა“, კრიზისია — „ევროპა ინგრევა“, ევროპელი პოლიტიკოსი რაღაცას ამბობს — „ბრიუსელი თავს გვესხმის“.
ცალკეული ფაქტები შეიძლება მართალიც იყოს. მაგრამ როცა მხოლოდ ნეგატივს არჩევ, კონტექსტს შლი და ერთსა და იმავე შიშს ყოველდღე იმეორებ, ინფორმაციას აღარ აწვდი ადამიანს, მის ცნობიერებას ამუშავებ, რაც რუსეთში, ირანში და ტოტალიტარულ ქვეყნებში ხდება.
ბიძინა ივანიშვილის და მისი მონების მიზანი მარტივია:
👉 ევროპა — საფრთხედ.
👉 დასავლეთი — მტრად.
👉 რუსეთი — ალტერნატივად.
და ყველაზე საშიში სწორედ ესაა.
ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ მთავარი საფრთხე ევროპაა, ხოლო რუსეთი „სტაბილურობის“ მხარე.
ეს უკვე მხოლოდ ევროკავშირის გაშავება აღარ არის.
ეს არის ბრძოლა მოქალაქის თავში — რას დაინახავს ის, როცა ევროპაზე იფიქრებს.
რადგან თუ ადამიანს მუდმივად უმეორებ, რომ ევროპა მტერია, ერთ დღეს შეიძლება აღარ ჰკითხოს საკუთარ თავს — რატომ?
აი, სწორედ მაშინ იმარჯვებს პროპაგანდა.
და ყველაზე დიდი საფრთხე ის კი არ არის, რომ ევროპა მტრად დაგვანახონ.
ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ საკუთარი არჩევანის თავისუფლება ისე დაგვაკარგვინონ, ვეღარც კი მივხვდეთ, რა დავკარგეთ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ანალიზი: საქართველო სისტემური რღვევის ფაზაში

(ეფუძნება ბოლო კვირების დოკუმენტირებულ ფაქტებს — სასამართლო განაჩენებს, თანამდებობის პირთა გადადგომებს, Intelligence Online-ისა და სხვა წყაროების ცნობებს) 1. სახელმწიფო ინსტიტუტები — არა სამსახური, არამედ პირადი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა