მთავარისაზოგადოებათუ ამ ქვეყანაში მართლა გვსურს დავამარცხოთ რუსული ოლიგარქიული რეჟიმი მაშინ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...

თუ ამ ქვეყანაში მართლა გვსურს დავამარცხოთ რუსული ოლიგარქიული რეჟიმი მაშინ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დავამარცხოთ მათი პროპაგანდა

თუ ამ ქვეყანაში მართლა გვსურს დავამარცხოთ რუსული ოლიგარქიული რეჟიმი მაშინ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დავამარცხოთ მათი პროპაგანდა, რომელმაც გამანადგურებელი როლი ითამაშა ადამიანების ტვინის არევაში, გამორეცხვაში.

რა უნდა გაკეთდეს:

ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან უნდა შეიქმნას საბჭო, რომელშიც შევლენ ყველა პროევროპული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები (კონკრეტულად ამ სფეროს სპეციალისტები), აგრეთვე მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა ამ თემატიკაზე მომუშავე ადამიანები თუ ორგანიზაციები.

ეს საბჭო მჭიდრო კავშირში უნდა მუშაობდეს აშშ-ს, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის Facebook, X (Twitter) და სხვა პლათფორმებზე, რომლებიც ყველა დონეზე ებრძვიან პროპაგანდას და დეზინფორმაციას.

საბჭოს მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს ყოველდღიურ ინტენსიურ რეჟიმში, დამატებით უნდა შეიქმნას პლათფორმები (ყველანაირი მეთოდია მისაღები) იქნება ეს მედიაში კონკრეტული გადაცემები, ქუჩა თუ სხვა.

რუსულ და არა მარტო სპესსამსახურებში პროპაგანდის ეს ძალიან მძლავრი მანქანა, რომელსაც ოკუპანტი რუსეთის დავალებით და მითითებით იყენებს საქართველოს ე.წ. არალეგიტიმური ხელისუფლება და ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რუსი ოლიგარქი არის ეგზისტენციალური საფრთხე და უკიდურესად საშიში ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების განადგურებისთვის.

P.S. საქრთველოში დეზინფორმაციის, პროპაგანდის და სიზულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ-ერთი საუკეთესო სატრეინიგო პროგრამა აქვს საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „InfoNews“, რომელიც საუკეთესოდ არის აღიარებული ამ დარგის სპეციალისტების და ექსპერტების მიერ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არაფორმალური ძალაუფლების სისტემა: საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მიზეზები და შედეგები

სტატიაში საუბარია მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და არა სამართლებრივ.2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე დაგროვილია საკმაოდ დიდი მასალა. 1. დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური მოშლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა