მთავარიმსოფლიოინგლისსა და უელსში მოსამართლეებს იურიდიული მოსაზრებების დაწერაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება

ინგლისსა და უელსში მოსამართლეებს იურიდიული მოსაზრებების დაწერაში ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება

ინგლისსა და უელსში მოსამართლეებს იურიდიული მოსაზრებების დაწერაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უფლება მისცეს.


გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებისა და ტრიბუნალების სასამართლო ხელისუფლებამ გასულ თვეში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება, მოსამართლეს დაეხმაროს მოსაზრებების დაწერაში, მაგრამ ის არ უნდა იყოს გამოყენებული კვლევის ან სამართლებრივი ანალიზისთვის, რადგან ტექნოლოგიას შეუძლია ინფორმაციის გაყალბება და შეცდომაში შემყვანი, არაზუსტი და მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდება. 

„არ არის საჭირო, მოსამართლეებმა ხელოვნური ინტელექტის ფრთხილი გამოყენებას თავი აარიდონ,“ განაცხადა ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჯოფრი ვოსმა.  მისივე განმარტებით, მოსამართლეებმა კონფიდენციალურობის დაცვა უნდა უზრუნველყონ და ყველაფერზე, რასაც შექმნიან, სრული პასუხისმგებლობა აიღონ.“

ცნობისთვის, ხუთი წლის წინ, ევროპის საბჭოს კომისიამ სასამართლო სისტემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ეთიკური ქარტია შექმნა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განსაზღვრული 9 ნაბიჯი/დათქმა 

1. დეზინფორმაციასთან ბრძოლა — ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა.2. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება — საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უფრო მეტად შესაბამისობაში მოყვანა.3....

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა