ორშაბათი, ნოემბერი 11, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაინდივიდუალური სანქციები, სავიზო რეჟიმის შეჩერება - რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების...

ინდივიდუალური სანქციები, სავიზო რეჟიმის შეჩერება – რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ?

საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები მსოფლიოს ყურადღების მთავარი ობიექტია – ამჯერად განცხადებას “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი აკეთებს და სოციალურ ქსელ “X”-ზე ევროკავშირის მხრიდან მოსალონდელი მკაცრი ნაბიჯების შესახებ წერს.

რიკარდ იოზვიაკის ცნობით, საქართველოს წინააღმდეგ მისაღები ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკვე გაეგზავნათ.


ევროკომისიის შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმ ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება. მათ შორისაა პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და უკიდურეს შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება.

დოკუმენტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მოკლევადიან ზომებს, ხოლო მეორე მხრივ, ნაბიჯებს, რაც იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდგას, თუ მომავალში საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.

პირველ კატეგორიაში შედის ისეთი ზომები, რომლებიც როგორც ბრიუსელმა, ისე ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ შეიძლება მიიღონ.

მოკლევადიან ზომებს შორისაა:

  • ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება (პირველ ყოვლისა, ნაგულისხმევია შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და მინისტრებთან)
  • ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს ხელისუფლება და მათთვის განკუთვნილ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზე დისკუსიების შეწყვეტა
  • ფინანსური დახმარების პორტფელის გადახედვა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას (არ შეეხება რეგიონულ დახმარებას)
  • ევროპის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 30-მილიონევროიანი დახმარების გაყინვას

დოკუმენტის თანახმად, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, რაც შეიძლება გულისხმობდეს, ერთი მხრივ, “მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას”, მეორე მხრივ კი, “მნიშვნელოვან დარღვევებს საარჩევნო პროცესში”, შეიძლება მიღებულ იქნეს უფრო მძიმე ზომები.

მათ შორისაა:

  • წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისათვის უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტის შესახებ;
  • შემზღუდავი ზომები (სანქციები) იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში;
  • პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან დიალოგის შემდგომი შეჩერება;
  • ფინანსური დახმარების შემდგომი გადახედვა, შემდგომი საბიუჯეტო დახმარების შეჩერება და სახსრების შემდგომი გადამისამართება;
  • საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში დახმარების შემდგომი შეჩერება.

სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების“ შემთხვევაში დოკუმენტი განიხილავს პოტენციურ ზომებს სავიზო ლიბერალიზაციისა და გაფართოების კუთხით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სხვადასხვა ფორმატში განიხილავს იმ ნაბიჯებს, რაც შეიძლება გადაიდგას საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.

უვიზო რეჟიმის შეჩერება

ევროკომისია განიხილავს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს ცხრა თვით შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია აცნობიერებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას უარყოფითი შედეგი მოჰყვება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც პროევროპული განწყობისაა. ამდენად, კომისიის აზრით, უმჯობესია ფოკუსირება ცალკეული პიროვნებებისთვის შენგენში შესვლის შეზღუდვაზე.

“შესაძლებელია განხილული იყოს ნაბიჯები სავიზო ლიბერალიზაციისა და გაფართოების პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენადაც მათ უარყოფით შედეგებს დიდწილად მოსახლეობა იგრძნობს, ისინი გამოყენებული უნდა იქნეს უკიდურეს შემთხვევაში და საჭიროებს ფრთხილ და ინტენსიურ კომუნიკაციას ქართველ ხალხთან, მათთვის იმის ახსნას, რომ ეს ზომები მთლიანად შეიძლება იყოს ანულირებული, რაც დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე“, – წერია დოკუმენტში.

ევროკომისია განიხილავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ შესაძლოა გამოცხადდეს შემოდგომაზე, ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე წლიური ანგარიშის წარდგენისას.

ანგარიშის წარდგენის თარიღი ჯერ დადგენილია არაა, თუმცა, როგორც წესი, ის ოქტომბერში ქვეყნდება. ამდენად, სავარაუდოა, რომ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გამოაცხადებს.

არჩევნები და სამოქალაქო საზოგადოება

თავის მხრივ, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც.

ევროკომისიის თანახმად, შემზღუდავი ზომების მიღება შესაძლებელია „არჩევნების გაყალბებისა და საარჩევნო პროცესისას სერიოზული დარღვევების შემთხვევაში“.

იქამდე კი ევროკავშირი გეგმავს:

  • გააძლიეროს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია “მრავალი დამკვირვებლის” უზრუნველყოფით
  • ამომრჩეველთა განათლებასა და წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროექტების მხარდაჭერას “ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის” მხარდაჭერით
  • საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო შესაძლებლობების მხარდაჭერის გაძლიერებით

წყარო: radiotavisupleba.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი – რუსული დაზვერვა გეგმავს საქართველოს არჩევნებში ჩარევას და შემდეგ, საქართველოს პრორუსული მმართველი პარტიის დახმარებით, ქვეყნის დაბრუნებას კრემლის გავლენის ქვეშ

ხრისტო გროზევი - რუსული დაზვერვის გაჟონვა აჩვენებს, რომ პუტინს საქართველოში არჩევნების გაყალბება სურს. რუსული დაზვერვა გეგმავს შაბათს საქართველოს არჩევნებში ჩარევას და შემდეგ, საქართველოს პრორუსული მმართველი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა