ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარიმეცნიერებაკაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესმა კოსმოსურმა ტელესკოპმა შეიძლება არამიწიერი სიცოცხლე დააფიქსიროს

კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესმა კოსმოსურმა ტელესკოპმა შეიძლება არამიწიერი სიცოცხლე დააფიქსიროს

2021 წლის დეკემბერში გაშვებული ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი საკუთარ ინსტრუმენტებს თანდათან ააქტიურებს და ამჟამად სარკეების გასწორების პროცესში იმყოფება, რათა ოპერირება დაიწყოს.მსგავსი: კოსმოსის კვლევაში სრულიად ახალი ეპოქა იწყება —…

სულ რამდენიმე თვეში, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი ვარსკვლავებზე დაკვირვებებს დაიწყებს. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ ჯეიმს ვების ხედები სრულიად შეცვლის ჩვენს წარმოდგენას სამყაროზე, ზუსტად ისე, როგორც ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შეცვალა.

ჯეიმს ვების ერთ-ერთი ყველაზე მაცდუნებელი შესაძლებლობა, რაც ჰაბლს არ გააჩნდა, არის შორეულ ვარსკვლავებთან მოძრავ ეგზოპლანეტათა პირდაპირი გადაღება და ვინ იცის, იქნებ სიცოცხლის ნიშნების დაფიქსირებაც.

ბიოლოგიური ნიშნების, იგივე ბიოხელწერების შორიდან დაფიქსირების შესაძლებლობა ბოლო წლებში მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი თემაა. მზის სისტემაშიპლანეტა ვენერას ატმოსფეროში ცოტა ხნის წინ გაზი ფოსფინი დააფიქსირეს, რამაც გააჩინა სპეკულაციები, რომ ეს ქიმიური ნივთიერება შეიძლება სიცოცხლის მიკრობული ფორმების მიერ იყოს წარმოქმნილი.

მეცნიერთა აზრით, მცენარეული სიცოცხლე, რომელიც ენერგიისათვის ფოტოსინთეზს იყენებს, შეიძლება ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში დავაფიქსიროთ; რადგან ქლოროფილი ხილულ სინათლეს შთანთქავს, მაგრამ ძლიერ კაშკაშებს ინფრაწითელში, მცენარეებით დაფარული პლანეტა სპექტრში გამორჩეულად „წითლად“ უნდა შეიფეროს.მსგავსი: NASA-ს ახალი, კაცობრიობის ისტორიაში…

ტელესკოპის ლინზამდე მიღწეული სინათლის ტალღის სიგრძეში შენახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შორეული პლანეტის ერთპიქსელიანი ფოტო შეიძლება საკმარის ინფორმაციას შეიცავდეს, რათა გვითხრას, არის თუ არა იქ ბიოლოგიური სიცოცხლე.

თუმცა, რაც შეეხება გონიერ სიცოცხლეს? შეუძლია თუ არა ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს ჩვენნაირი ცივილიზაციის დაფიქსირება? როგორ უნდა მოვძებნოთ ისინი? საუკეთესო პასუხი იქნებოდა იმის გარკვევა, როგორ გამოიყურება დედამიწაზე ადამიანების არსებობა შორეული კოსმოსიდან.

ჩვენ დიდი ოდენობით სითბოს (მრეწველობით, სახლებიდან და ა. შ.) და ღამით ხელოვნურ სინათლეს გამოვყოფთ, მაგრამ ალბათ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაწარმოებთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ატმოსფეროში ისეთი ნაერთების სახით ხვდება, რომლებიც ჩვენ გარეშე იქ არ იქნებოდა.

სწორედ ატმოსფეროს ეს ხელოვნური შემადგენლობა შეიძლება იყოს შორეული არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის ნიშანი.მსგავსი: არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის…

რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე გამოქვეყნებულ ახალ პუბლიკაციაში მიმოხილულია იმის შესაძლებლობა, რამდენად შეუძლია ჯეიმს ვებს ეგზოპლანეტების ატმოსფეროში სამრეწველო ნარჩენების მოძებნა. ნაშრომი ფუკუსირებულია ქლორფთორკარბონებზე (CFC), რომლებიც დედამიწაზე ხელოვნურად, გამაციებელი და საწმენდი აგენტების სახით იწარმოება.

1980-იან წლებში, ქლორფთორკარბონებმა დედამიწის ატმოსფეროს ოზონის შრეში სახელგანთქმული ხვრელი გააჩინა; 1987 წელს ამ ნივთიერებათა გამოყენება აიკრძალა და შედეგად, ქლორფთორკარბონების რაოდენობა უფრო უსაფრთხო დონემდე შემცირდა.

ეს მძლავრი სათბური აგენტები ატმოსფეროში დიდხანს რჩება და თუ მათ გალაქტიკაში სადმე ვიპოვით, თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ის ყოვლისმომცველი მრეწველობის მქონე ცივილიზაციის მიერ უნდა იყოს წარმოქმნილი.მსგავსი: არსებობს თუ არა არამიწიერი სიცოცხლე — ხუთი…

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ყველაზე ცუდი პროდუქტები, ანუ დაბინძურება, შეიძლება სწორედ ის იყოს, რის საფუძველზეც სხვებმა ჩვენი დაფიქსირება შეძლონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამავე გზით ჩვენც უნდა შეგვეძლოს სხვა ცივილიზაციათა დაფიქსირება.

თუმცა, ქლორფთორკარბონების დაფიქსირების თვალსაზრისით, ჯეიმს ვები გარკვეულწილად შეზღუდულია. თუ პლანეტის დედავარსკვლავი ზედმეტად კაშკაშაა, ის სიგნალს ჩაახშობს. ამიტომ, ტელესკოპი ყველაზე წარმატებული იქნება მკრთალი, დღეგრძელი, M-კლასის წითელი ჯუჯა ვარსკვლავების კვლევაში.

ამ კლასის ვარსკვლავთა ახლომდებარე წარმომადგენელია TRAPPIST-1 — ჩვენგან 40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელი ჯუჯა, რომლის გარშემოც, სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს დედამიწის ზომის რამდენიმე პლანეტა. ჯეიმს ვებმა TRAPPIST-1-ის პლანეტებზე ქლორფთორკარბონების დაფიქსირება უნდა შეძლოს, რადგან შედარებით ბნელი ვარსკვლავი ამ აირების სიგნალებს ისე ვერ ჩაახშობს, როგორც მზის მსგავსი უფრო კაშკაშა (G-ტიპის) ვარსკვლავები იზამდა.მსგავსი: ასტრონომებმა გამოავლინეს ვარსკვლავური…

მართლაც, TRAPPIST-1-ის რომელიმე პლანეტაზე განთავსებული ჯეიმს ვების მსგავსი ტელესკოპი დედამიწის ქლორფთორკარბონებს ვერ დააფიქსირებდა, რადგან მზე ზედმეტად კაშკაშაა.

სამწუხაროდ, M-კლასის ვარსკვლავები ძირითადად სიცოცხლისთვის არახელსაყრელია, რადგან ახალგაზრდობაში ისინი ძლიერ არასტაბილურია და მძლავრი ამოფრქვევები ახასიათებთ, რასაც ახლომდებარე პლანეტებზე ყოველგვარი სიცოცხლის ჩანასახის მოსპობა შეუძლია. თუმცა, ასაკთან ერთად ისინი მშვიდდებიან, და შესაბამისად, ეს შეუძლებელი არ არის. ანუ, ჩვენი მოლოდინები ცოტათი უნდა შევამციროთ.

რაც არ უნდა ვიპოვოთ ან ვერ ვიპოვოთ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობა სულ მალე გვექნება, ნამდვილად ცვლის თამაშის წესებს.

როგორც კვლევის ავტორები ასკვნიან, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვებით, კაცობრიობა შეიძლება ძალიან ახლოს იყოს გარდამტეხ მომენტთან გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში (SETI).

კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.

მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა