მთავარიპოლიტიკამოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით - ბაიდენისა...

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით – ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება

აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას და დგანან ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.

ჯო ბაიდენი საფრანგეთს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად სტუმრობდა. აღნიშნული ვიზიტისას აშშ-ს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ფრანგ კოლეგასთან, სადაც  სხვადასხვა გლობალურ საკითხზე ისაუბრეს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საუბარი შეეხო საქართველოსაც.

„შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე.  ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში ყველა რეგიონის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არაფორმალური ძალაუფლების სისტემა: საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მიზეზები და შედეგები

სტატიაში საუბარია მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და არა სამართლებრივ.2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე დაგროვილია საკმაოდ დიდი მასალა. 1. დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური მოშლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა