მთავარიმსოფლიო"რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს პუტინის დაკავების ორდერი" | ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

“რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს პუტინის დაკავების ორდერი” | ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს.

სესია, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა, ოკუპანტების მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას უკავშირდებოდა. ამის შესახებ იუროვამ აღნიშნა, რომ მიმდინარე ქმედებები ადასტურებს რუსეთის განზრახვას, სამუდამოდ გაიყვანოს ისინი უკრაინიდან.

ვერა იუროვას განცხადებითვე, ევროკავშირმა უკვე აღიარა პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერის მოქმედება. ამასთან, მიესალმება ყოველგვარ შემდგომ ნაბიჯს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ომისა და სხვა დანაშაულებებისთვის პასუხისმგებელი პირების დაკავება.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამჟამად სანქციები 16 პირს დაუწესეს, რომლებიც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანილი ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და იძულებით შვილად აყვანაზე არიან პასუხისმგებლები.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების“ ლიდერების სანქცირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელი

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა