მთავარიპოლიტიკარუსეთის საგარეო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აფხაზეთში მოგზაურობა უსაფრთხო არ არის

რუსეთის საგარეო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აფხაზეთში მოგზაურობა უსაფრთხო არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს და ამბობს, რომ აფხაზეთში დასვენება უსაფრთხო არ არის.

უწყების თქმით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ე.აბუღბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტი მოკლა, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლა. როგორც რუსეთის საგარეო ამბობს, ეს გადაწყვეტილება რისკს შეუქმნის, ტერიტორიაზე რუსი დამსვენებლების უსაფრთხოებას.

“უკიდურესი გაკვირვებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ 2 თებერვალს, აფხაზეთის მოქალაქე ე. აბუღბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტის მიმართ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის შემსუბუქების შემდეგ გაათავისუფლეს. ჩვენი შეფასებით, ეს გახმაურებული საქმე მიუთითებს აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებაზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელების მიმართ…ცხადია, ეს რისკებს უქმნის ყოველწლიურად აფხაზეთის კურორტებზე ჩასული უცხოელი სტუმრების უსაფრთხოებას, რის შესახებაც იძულებულნი ვართ, ჩვენი თანამემამულეები გავაფრთხილოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა. "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა