მთავარიმსოფლიოქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი მილანის მოდის კვირეულზე, THE ATTICO-ს ჩვენებაზე

ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი მილანის მოდის კვირეულზე, THE ATTICO-ს ჩვენებაზე

მატილდა გვარლიანი The Attico-ს პოდიუმზე გამოჩნდა

ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა მილანის მოდის კვირეულზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ჩაიწერა. მან მონაწილეობა მიიღო ცნობილი იტალიური ბრენდის, The Attico-ს, 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაში.

მატილდა პოდიუმზე შავი ტყავის ქურთუკით, მოკლე შორტითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გამოვიდა. მინიმალისტურმა, თუმცა თამამმა ლუქმა მოდელის გამორჩეული სტილი და თავდაჯერებულობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

The Attico-ს ახალი კოლექცია სახელწოდებით „Lei è così“ — „ის ასეთია“ — ქალის მრავალფეროვნებასა და თავისუფალ თვითგამოხატვას ეძღვნება. კოლექციაში ერთმანეთს ერწყმის მკაცრი თარგი, ქალური სილუეტები, გამჭვირვალე დეტალები და თეთრეულის სტილის ელემენტები. ჩვენების მთავარი იდეა ქალის ერთ კონკრეტულ ჩარჩოში მოქცევაზე უარის თქმა იყო.

მატილდა გვარლიანი საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში უკვე დამკვიდრებული ქართველი სახელია. მას უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Valentino, Fendi, Dolce & Gabbana და Gucci. მისი მონაწილეობა The Attico-ს ჩვენებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი მოდელი მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების მოთხოვნად პოდიუმებზე იმყოფება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განსაზღვრული 9 ნაბიჯი/დათქმა 

1. დეზინფორმაციასთან ბრძოლა — ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა.2. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება — საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უფრო მეტად შესაბამისობაში მოყვანა.3....

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა