სამშაბათი, აპრილი 16, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაშეცდომა არ ყოფილა, აშშ დარწმუნებულია, რომ არსებობს საფუძველი - კელი დეგნანი მოსამართლეების...

შეცდომა არ ყოფილა, აშშ დარწმუნებულია, რომ არსებობს საფუძველი – კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება სანქციები დაეწესებინა ქართველი მოსამართლეებისთვის შეცდომა არ ყოფილა და აშშ-მა სანქციებამდე საფუძვლიანი მოკვლევა ჩაატარა.

დეგნანი ასევე გამოეხმაურა სასამართლოსთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას და პოლიტიკურ სპექტრს საპარლამენტო საქმიანობის მნიშვნელობაც შეახსენა.

“აშშ ყოველთვის მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, რომ მივიდნენ პარლამენტში და ქართველი ხალხის სახელით შეასრულონ საკუთარი მოვალეობები. ეს ინსტიტუცია სწორედ ამისთვის შეიქმნა. ამიტომ, როდესაც რომელიმე პარტია საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, ეს ძალიან ცუდია. მე ვიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გამოიძიოს სავარაუდო კორუფციის ის ფაქტები მართლმსაჯულების სისტემაში, რომლებიც ფართოდ არის ცნობილი უკვე წლების განმავლობაში.

ზოგიერთმა ადამიანმა განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ კარგად არ ვიყავით ინფორმირებულები, ამიტომ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეცდომა არ ყოფილა. აშშ დარწმუნებულია, რომ არსებობს საფუძველი ამ ოთხი პიროვნებისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებისა მათი კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო. ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა და განვიხილეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უმეტესწილად საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ასე რომ, აქ შეცდომა არ არის და საქართველოს ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ თავადაც გამოიძიოს ეს ფაქტები იმავე საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით, თუ ამის სურვილი ექნებათ.

ასევე არ არსებობს არანაირი შეცდომა აშშ-ს მართლმსაჯულების პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე. ეს პროგრამები ღიაა ყველა იმ მოსამართლისთვის, რომელიც კვალიფიცირებულია, აქვს მონაწილეობის დრო და შეუძლია, რომ მიღებული ცოდნა და ინფორმაცია ჩამოიტანოს და გამოიყენოს საქართველოში. ჩვენ არასდროს დაგვიბარებია მოსამართლეები და არ მოგვითხოვია მათთვის რაიმე სასამართლო საქმეზე ახსნა-განმარტება. ეს არასწორი ინფორმაციაა. უცნაურია, როდესაც ვისმენთ განცხადებას, რომ მთავრობა მოსამართლეების გვერდით დგას. საქართველოში ნამდვილად არიან პროფესიონალი მოსამართლეები და იმის თქმა, რომ მათი დაცვა გამოიხატება კორუმპირებული ოთხი პიროვნების დაცვაში, არის არასწორი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ ჩაატაროს გამოძიება და გამოავლინოს კორუმპირებული მოსამართლეები”, – თქვა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, 7 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს – მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, კორუფციული საქმიანობის გამო სანქციები დაუწესა და მათ და მათი ოჯახის წევრებს ქვეყანაში შესხვლა აუკრძალა.

მმართველი პარტია გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აშშ-ს მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს.

საპარლამენტო ოპოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საკითხზე კენჭისყრა გუშინ და დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა “ოცნების” დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და კვორუმი ვერ შედგა. საჭირო იყო 76 დეპუტატი, თუმცა რეგისტრაცია მხოლოდ 52-მა გაიარა. 

ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ვერ შეძლოს. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

უნიკალური შანსი, რომელიც საქართველომ გაუშვა

სამვარსკლვიანმა გენერალმა, ნატოს ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა BILD-თან ინტერვიუში საქართველოს შესახებაც ისაუბრა: " სამწუხაროდ საქართველომ გაუშვა უნიკალური შანსი გადაირაღების ბოლო 2 წელიწადში. საქართველოს ხელისუფლებამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა