მთავარიპოლიტიკაევროკავშირის სანქციები ირანს - რატომ არ მიუერთდა გადაწყვეტილებას საქართველო?

ევროკავშირის სანქციები ირანს – რატომ არ მიუერთდა გადაწყვეტილებას საქართველო?

საქართველო არ არის ევროკავშირის იმ პარტნიორი ქვეყნების სიაში, რომლებიც გაერთიანების მიერ ირანთან დაკავშირებით 24 ივლისს დაწესებულ, განახლებულ სანქციებს შეუერთდნენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია სამ დოკუმენტზე:

  • განახლებული სანქციები ირანის წინააღმდეგ: ევროკავშირმა სიიდან ამოიღო 3 ფიზიკური პირი და განაახლა მონაცემები ერთ ორგანიზაციაზე. მანამდე დაწესებული სხვა შეზღუდვები ძალაში დარჩა.
  • მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ – პარალელურად კი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი 40%-მდე შემცირდა
  • ირანის მიერ რუსეთისა და შეიარაღებული ჯგუფების სამხედრო მხარდაჭერა: ევროკავშირმა მოქმედი სანქციები გაახანგრძლივა, ამასთან, სიიდან 4 ფიზიკური პირი ამოიღო. საუბარია „ირანის მიერ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და წითელი ზღვის რეგიონში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფებისა და სუბიექტების სამხედრო მხარდაჭერაზე“.
  • ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ირანში: ევროკავშირმა სანქცირებულთა სიას 6 ფიზიკური პირი დაამატა.

სამივე გადაწყვეტილებას შეუერთდნენ:

  • ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია;
  • ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და უკრაინა.
დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას ექნება ევროპის ერთიან ბაზარზე წვდომა – რა პირობებით, რას ნიშნავს, სად არის საქართველო

ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას ევროკომისია ერთიან ბაზარზე წვდომას სთავაზობს - ჩნდება მეცნიერული კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დაფინანსების ახალი შესაძლებლობები. თუმცა კანდიდატის სტატუსი სარგებლის მიღებისთვის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა