ორშაბათი, ივლისი 14, 2025
Google search engine
მთავარიპოლიტიკაFreedom House: "ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით"

Freedom House: “ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით”

“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით” — ამის შესახებ Freedom House-ის განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაცია მოუწოდებს ოცნების ხელისუფლებას, “პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე”

“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, რაც მოიცავს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიზანმიმართულ დასჯას ქვეყნის ახლად მიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შესაბამისად.

ეს ქმედებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელი სტანდარტებისგან.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე — ნებისმიერი ძლიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი” — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოსი ოპოზიციის ლიდერების დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა და ოცნების ხელისუფლებას მოუწოდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები:

“ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმაა, რომელიც დღითიდღე ირყევა.

მე თავისუფალი და პლურალისტური საზოგადოებისთვის მებრძოლთა გვერდით ვდგავარ და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი” — წერს ევროკომისარი X-ზე.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში – “რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან”

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთი სწრაფად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე - რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან - "მხოლოდ საქართველო, ერთ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა