ოთხშაბათი, მაისი 29, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაNATO-ს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, აშშ მოწოდებულია, გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება და შესაძლებლობები -...

NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, აშშ მოწოდებულია, გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება და შესაძლებლობები – ოფიციალური წარმომადგენელი

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მედიაწარმომადგენელმა Combined Resolve 18-ზე, მაიორმა ჯონ ემბელანმა Europetime-თან განაცხადა, რომ NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, აშშ მოწოდებულია, გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება და შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში წვლილი შეიტანოს. აშშ-ის არმიის მაიორმა წრვრთნების მიზნები განმარტა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„აშშ-ის არმიის მრავალეროვნული წვრთნები, Combined Resolve 18, აძლიერებს ჩვენი ქვეყნების შესაძლებლობებს, თავსებადობას და ხელს უწყობს ნდობას ყველა მონაწილე სახელმწიფოსა და მათ სამხედროებს შორის“, – განაცხადა ჯონ ემბელანმა.


როგორც ცნობილია, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰოჰენფელსის სიახლოვეს, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებას (Combined Resolve 18) ატარებს. წვრთნები 21 აპრილს დაიწყო და 21 მაისამდე გასტანს.

Combined Resolve არის პერიოდული სწავლება, რომელიც აშშ-ის საბრძოლო ჯგუფის მოსამზადებლად, NATO-ს ინიციატივების (შეკავება, მზადყოფნა, რეაგირება და გაძლიერება) მხარდასაჭერად არის შექმნილი.

წვრთნებს აშშ-დან, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან, დაახლოებით, 4000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, მათ შორის არის საქართველოც.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მედიაწარმომადგენელმა Combined Resolve 18-ზე, მაიორმა ჯონ ემბელანმა Europetime-ს განუცხადა, რომ Combined Resolve 18-ში, საქართველოს თავდაცვის ძალების (GDF) 43 ჯარისკაცი მონაწილეობს.


ამასთანავე, გერმანიაში, ჰოჰენფელსის სასწავლო ზონაში, ერთობლივი მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრის (JMRC) საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის თქმითვე, (GDF) საქართველოს თავდაცვის ძალების ქვეითი ოცეული მოქმედებს აშშ-ის არმიის პირველ ბატალიონთან ერთად, მე-4 ქვეით პოლკში (1-4 IN). 1-4 IN-თან ერთად ასევე გადიან სწავლებას ჯარისკაცები კოსოვოდან, ლიეტუვიდან, მოლდოვიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, რუმინეთიდან, სლოვენიიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს თავდაცვის ძალების (GDF) ოცეული, 1-4 IN-ის შემადგენლობაში, მე-2 ჯავშანტექნიკის პირველი საკავალერიო დივიზიის (2/1 CD) წინააღმდეგ ჩაერთვება წვრთნებში.

ჯონ ემბელანის განმარტებით, 2/1 CD არის აშშ-ის არმიის ქვედანაყოფი Fort Hood-დან (შეერთებული შტატების არმიის პოსტი ტეხასში), რომელიც ძალების რეგულარული როტაციის ფარგლებში, ევროპაშია განლაგებული, რათა მხარი დაუჭიროს შეერთებული შტატების ვალდებულებას Atlantic Resolve-ისადმი.


წვრთნებისას 2/1 CD-ს შემადგენლობაშია დანაყოფები ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, კოსოვოდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან. ორივე 2/1 CD და 1-4 IN, წვრთნებიოს დროს, შეტევით და თავდაცვით ოპერაციებს ჩაატარებენ.

ჯონ ემბელანის თქმით, Combined Resolve 18, საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლება გაიარონ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დინამიკურ და რეალურ სასწავლო გარემოში, რომელსაც გერმანიაში, ჰოჰენფელსთან, აშშ-ის არმია, გაერთიანებულ მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში უზრუნველყოფს.

„ყველა მონაწილე გაივლის წვრთნას ტაქტიკურ უნარებზე, მაგრამ სწავლება ასევე აძლევს მათ უნიკალურ უნარს, ინტეგრირდნენ სხვა ქვეყნებთან, გადაჭრან თავსებადობასთან დაკავშირებული გამოწვევები.
თავსებადობა არის ჯარისკაცებისა და სისტემების უნარი, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცები ურთიერთქმედებით გამოირჩევიან. Combined Resolve 18 გამოცდის GDF-ს და ყველა სხვა ქვეყანას, რომ გადალახონ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია განსხვავებებთან ლოგისტიკაში, მისიის ბრძანებაში, კომუნიკაციებში, აღჭურვილობაში, ტაქტიკაში, სამხედრო კულტურასა და ენაში.
ყველა მონაწილე აფასებს თავის პერსონალს, ტრენინგს და აღჭურვილობას, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი შეასრულებენ ნებისმიერ მისიას, რომელსაც მათი ქვეყანა მოითხოვს“, – განაცხადა ჯონ ემბელანმა Europetime-თან.
დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ქარტია” – პრეზიდენტის ახალი ინიციატივა/სრული ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებისთვის მის მიერ შეთავაზებული "ქართული ქარტია" წარადგინა, რომელსაც გთავაზობთ სრულად: "ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა