შაბათი, ივნისი 15, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაPOLITICO: აშშ-ში საქართველოსთვის უსაფრთხოების პაკეტს, გამარტივებულ სავაჭრო რეჟიმს და ვიზლიბერალიზაციას განიხილავენ -...

POLITICO: აშშ-ში საქართველოსთვის უსაფრთხოების პაკეტს, გამარტივებულ სავაჭრო რეჟიმს და ვიზლიბერალიზაციას განიხილავენ – რა წერია Megobari-ს აქტში

საქართველოს მთავრობის მხრიდან ანტი-დემოკრატიული სვლისა და დასავლეთის მიმართ მტრული რიტორიკის შეწყვეტის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. 

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებულ წარსადგენ აქტზე დაყრდნობით გამოცემა Politico ავრცელებს

გამოცემის ცნობით, სამხრეთ კაროლინას კონგრესმენ, ჯო უილსონის მიერ შემოშავებული აქტი, საქართველოს მხრიდან საკვანძო პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში გამარტივებული სავაჭრო რეჟიმის ინიციატივასაც შეიცავს. 

გარდა ამისა საუბარია ქართული ბიზნესებისთვის ამერიკულ ბაზართა წვდომის გამარტივებასა და ვიზა-ლიბერალიზაციაზე. 

ასევე, საუბარია სპეციალურად რუსეთის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ “იდეალურად მორგებულ” თავდაცვის პაკეტზეც, რომელიც წვრთნისა და საოპერაციო მხარდაჭერის ელემენტებსაც შეიცავს. 

აქტის მიხედვით ჩამოთვლილ სარგებელს საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს თუ კი აშშ-ში დარწმუნდებიან, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას, ამის მთავარი საზომი კი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დაბალანსებული წინა საარჩევნო გარემო უნდა იყოს. 

კონტექსტი 

იმავე Politico-ს ცნობით, ჯო უილსონის მიერ მომზადებული აქტი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ამოქმედების შემთხვევაში ითვალისწინებს პერსონალურ ფინანსურ და სამოგზაურო სანქციებს ქართული ოცნების დეპუტატებისა და მთავრობის მაღალჩინოსნების მიმართ.

ჯო უილსონი ევროპასთან უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის დამოუკიდებელ სააგენტოს მეთაურობს და აღნიშნული ინიციატივებს მიერ მიერ მომზადებული ე.წ. MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence) act ითვალისწინებს. 

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მაღალჩინოსნების მიმართ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ ცოტა ხნის წინ თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ ბრაიენმაც განაცხადა. 

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, კანონის ცვლილებების გარეშე ამოქმედების შემთხვევაში სანქციები გარდაუვალი იქნება. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით – ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება

აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა