მთავარიUncategorizedდეტექტიური სერიალის გმირით შთაგონებული კოლექცია

დეტექტიური სერიალის გმირით შთაგონებული კოლექცია

Tata Naka-ს შემოდგომის 2022-23 წლების კოლექცია შთაგონებულია  ამერიკული სერიალის, Murder She Wrote-ის გამოგონილი დეტექტივის პერსონაჟით, ჯესიკა ფლეჩერით, რომლის  როლსაც 1984-1996 წლებში ლეგენდარული მსახიობი ანჯელა ლანსბერი ასრულებდა.

კოლექცია მოიცავს პერსონაჟის გარდერობის დამახასიათებელ სტილს, როგორიცაა ე.წ. Pussycat Bow ბლუზები, კლასიკური ტრენჩი, კაბები და კიულოტები. 

ჯესიკას შარფებისადმი სიყვარული კოლექციაში წარმოდგენილია ტანსაცმლის შიდა ვინტაჟური კაშნეებით, თავსაფრებით,  როგორც ეს 90-იანი წლების სტილისთვის იყო დამახასიათებელი. 

კოლექციაში ასევე წარმოდგენილია 80-იანი წლების ვინტაჟური დეკორატიული ღილები. ვინტაჟური შარფით ან ღილებით გაწყობილი  თითოეული ქსოვილი  უნიკალური იქნება, რადგან შარფებიც უნიკალურია და მათ სპეციალურად შეარჩევენ დიზაინერები. 

კოლექციაში წარმოდგენილი  პრინტები ასევე აღებულია პერსონაჟის გარდერობიდან:   ბროშები, ფერადი გრაფიკა, ყვავილები, ე.წ. პოლკა წერტილები და ლეოპარდის ტყავის დიზაინი, ვენეციური მატყლი, ლავანდისა და  ბაცი (კარაქისფერი) ყვითელი ფერები, ასევე აბრეშუმისებრი კრეპდეშინი და სხვა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

სად არის ეროვნული უშიშროების საბჭო?

სად არის ეროვნული უშიშროების საბჭო? (ჰიბრიდული ომისა და მრავალშრიანი საფრთხეების პირობებში არ შეიძლება სრულფასოვანი ეუს გარეშე) ინსტიტუციური კრიზისი და „სახელმწიფო კაცების“ დეფიციტი საქართველოს ხელისუფლებაში თითქმის არ ჩანან სახელმწიფო კაცები — ისეთი ადამიანები,...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა