მთავარისამართალიდიღმის მასივში მომხდარი აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა - ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა – ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია

თბილისში, დიღმის მასივში, აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანია დაშავებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მეზობლების განცხადებით, სახლში რემონტს აკეთებდნენ. ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ გაიგო კარის ხმა, როდესაც ბინის მეპატრონე სახლში შედიოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, აფეთქების ხმა მოესმა.

არსებული ინფორმაციით, სახლში შესულმა პირმა გაზი აანთო და სწორედ ამას მოჰყვა აფეთქება.

„დაიწვა ზედა სართული და მანქანები დაგვიზიანდა“, – ამბობს მეზობელი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა. "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა