მთავარიპოლიტიკამადლიერი ვარ, რომ ტრამპი რეჟიმის ქცევის შეცვლას ითხოვს - კონგრესმენი უილსონი რუბიოს...

მადლიერი ვარ, რომ ტრამპი რეჟიმის ქცევის შეცვლას ითხოვს – კონგრესმენი უილსონი რუბიოს განცხადების შემდეგ

კონგრესმენი ჯო უილსონი მარკო რუბიოს განცხადების შემდეგ საქართველოს შესახებ: „მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ... ქცევის შეცვლას მოითხოვს“.
კონგრესმენი ჯო უილსონი მარკო რუბიოს განცხადების შემდეგ საქართველოს შესახებ: „მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი … ქცევის შეცვლას მოითხოვს“.

ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში მარკო რუბიოს განცხადების შემდეგ მოიწონა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

„მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ საერთაშორისო ნორმების დამრღვევი სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს“, – დაწერა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე.

„ქართული ოცნების“ ანტიამერიკული რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის უკანონო ქმედებებს, მაშინ როცა საკუთარ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს“, – დაწერა მან.

რა თქვა რუბიომ

მის პოსტს წინ უძღოდა წარმომადგენელთა პალატაში მოსმენისას ჯო უილსონის შეკითხვა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსადმი საქართველოს შესახებ, რაზეც მარკო რუბიომ განაცხადა:

„ცხადია, ჩვენ გვესმის ყველაფერი, რაც ახლახან აღწერეთ, – ეს ჩვენთვის წინასწარ არსებული პრობლემები. მათ გვკითხეს, „რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის?“

ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ განვითარებას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობისა, არამედ მათი ქცევისა“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვა, 2026 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით

ევროკომისიის მიერ დღეს წარდგენილი გაფართოების პაკეტი ნათლად აჩვენებს, რომ გაფართოების პროცესი წინ მიიწევს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა