მთავარისაზოგადოებაღია კარი რუსული აგენტურისთვის: „ტვინის გამორეცხვის" ტრენინგები საქართველოში - საიდუმლო შეხვედრა კაჭრეთის...

ღია კარი რუსული აგენტურისთვის: „ტვინის გამორეცხვის” ტრენინგები საქართველოში – საიდუმლო შეხვედრა კაჭრეთის ამბასადორში

ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი
სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, არეულობა ქვეყნის შიგნით. რას აპირებს რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში სამშობლოს მოღალატე ბიძინა ივანიშვილის, მისი რუსული რეჟიმისა და სუს-ის ხელით?
ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდები საიდუმლო ტრენინგზე: ვინ შემოუშვა საქართველოში რუსული სანქცირებული „პრავფონდი”?
რატომ ატრენინგებენ ახალგაზრდებს რუსი ფსბ-ს აგენტები, რომ საქართველოში ქართველები მათ ჩაგრავენ? რა უნდა გააკეთონ ეთნიკურად არაქართველმა ახალგაზრდებმა ქართული სახელმწიფოსა და ქართველების წინააღმდეგ?
რუსები საქართველოში  – “შაბათის ეთერმა” დაადგინა, რომ საქართველოში ჩამოსული იყო რუსული სანქცირებული პრავფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც ბაზირებულია ერევანში.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა დაადგინა, რომ ეკატერინა ანდრეევას უშუალო მონაწილეობით, ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, სოფელ კაჭრეთში მდებარე სასტუმრო “ამბასადორმა”  რუსული ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ საიდუმლო ტრენინგზე ჩაიყვანეს.
იქ, სადაც რუსს პროპაგანდისტებს ქვემო ქართლიდან, ნინოწმინდიდან და თბილისიდან სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები ტრენინგზე ჰყავთ ჩაყვანილი და მსჯელობენ  თემაზე  „რუსულენოვანი მოქალაქეების შევიწროება”.
წყარო “შაბათის ეთერს” უყვება,რომ კრემლის პროპაგანდისტი, რომელიც რუსეთიდან სომხეთში სამი წლის წინ მიავლინეს, უკვე საქართველოს მიმართულებასაც კურირებს.
სომხეთში მოქმედი ორგანიზაცია “რუსული სახლი” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ დაზვერვის სამსახურია. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ეკატერინე ანდრეევაც მაღალი რანგის თანამშრომელი  პრაქტიკულად სპეცსამსახურების წარმომადგენელია, რომელსაც საქართველოში მოზარდების ტვინების გამორეცხვა ჩააბარეს.
რუსული დაზვერვის ოპერაციის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კაჭრეთში ჩაყვანილი ბავშვები გააფრთხილეს, რომ სოციალურ ქსელში არც ფოტო აეტვირთათ და არც ვიდეო.
გასაიდმლოებული ტრენინგი 5 ოქტომბერს გაიხსნა ამბასადორში  და რვაში დაიხურა. სასტუმრო პრორუსმა დიმიტრი ბრეგვაძემ დაიქირავა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

პროევროპული პარტიების აკრძალვა – რა კავშირი აქვს “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელს ოკუპანტ რუსეთთან?

5 პროევროპული პარტიის ყოფნა-არყოფნის საკითხი 3 სხდომაზე უნდა გადაწყდეს - „ქართული ოცნების“ მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს. ამ პროცესს ხელისუფლების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა