მთავარისაზოგადოებააფხაზეთი და სამაჩაბლო - რა შეიცვალა და რამ გააჩინა ეს საფრთხის აღქმა...

აფხაზეთი და სამაჩაბლო – რა შეიცვალა და რამ გააჩინა ეს საფრთხის აღქმა განსაკუთრებით დღეს?

⁉️ კითხვა მაქვს: თუ დღეს ფიქრობთ, რომ უკრაინაში მარცხის შემდეგ რუსეთი შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე თავადვე გაიწიოს, რა ნაბიჯებმა მიგიყვანათ ამ შიშამდე? რა შეიცვალა და რამ გააჩინა ეს საფრთხის აღქმა?

🔴 კითხვა უნდა დაისვას და პასუხიც გაეცეს.

💬 თუ წლების განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორებს არ შეურაცხყოფდნენ, დასავლეთთან ურთიერთობებს არ ანგრევდნენ, მილიარდნახევარი დოლარის ღირებულების თავდაცვით დახმარებაზე უარს არ იტყოდნენ, ევროკავშირთან კარს თავად არ იკეტავდნენ და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციისკენ არ მიაქანებდნენ, დღეს საქართველო გაცილებით ძლიერი, დაცული და საიმედო პარტნიორების გარემოცვაში იქნებოდა.

▪️ ძლიერი მეგობრები მხოლოდ განცხადებებით არ ჩნდებიან — ისინი ნდობით, პასუხისმგებლობითა და თანმიმდევრული პოლიტიკით მოდიან. როცა ამ ყველაფერს თავად ანადგურებ, მერე შიშზე ლაპარაკი ცინიზმია.

▪️ და ახლა, როცა თავად შექმნილი საფრთხის ფონზე საზოგადოებას აშინებენ, ერთი კითხვა ჩნდება: ვინ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე? ისინი, ვინც წლების განმავლობაში ქვეყნის ინტერესების ნაცვლად სხვა პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს და დღესაც იმავე გზას აგრძელებენ.

🔘 P.S. ქვეყანას და ერს საკუთარი განვლილი წარსულის გადააზრების უნარი თუ არ გაქ, უბრალოდ ქრები.

▪️ სამწუხაროდ ბოლო დროს გამოკითხვებში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა ხუთეულშიც კი ვერ ხვდება, ხოლო ზოგჯერ ათეულში, ამაზე საშინელი რა უნდა დაგემართოს ერს, რა?

▪️ მარტო ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა გვაქვს? (კითხვა რიტორიკულია)

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არაფორმალური ძალაუფლების სისტემა: საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მიზეზები და შედეგები

სტატიაში საუბარია მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და არა სამართლებრივ.2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე დაგროვილია საკმაოდ დიდი მასალა. 1. დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური მოშლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა