მთავარიმსოფლიოაშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: რუსეთის სანქცირებაზე გრემის აქტის მიღებით რესპუბლიკელები პუტინზე ზეწოლას...

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: რუსეთის სანქცირებაზე გრემის აქტის მიღებით რესპუბლიკელები პუტინზე ზეწოლას ზრდიან

წარმომადგენელთა პალატის მიერ Lindsey O. Graham Sanctioning Russia and Iran Act of 2026-ის მიღებით, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის რესპუბლიკელები ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის ომის მანქანაზე ზეწოლას მაქსიმალურად ზრდიან. ეს კანონპროექტი ამკაცრებს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის მთავრობის, მისი ფინანსური ინსტიტუტებისა და იმ უცხო ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ, რომლებიც იაფი რუსული ნავთობისა და გაზის შეძენითა და კრემლისთვის სხვა სანქციებისთვის გვერდის ავლაში დახმარებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ხელს უწყობენ.

პუტინი ამ გამანადგურებელ ომს მეტისმეტად დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა იმ ქვეყნების ფულითა და რესურსებით, რომლებიც მზად იყვნენ, ამაზე თვალი დაეხუჭათ – დღეს ამას ბოლო მოეღო. ეს კანონპროექტი ამერიკის ერთიანობის მკაფიო გზავნილია და ადმინისტრაციას ყველა საჭირო ბერკეტს აძლევს, რათა ხელი შეუწყოს ამ ომის სამართლიანად დასრულებას. ვამაყობთ, რომ კანონპროექტს პრეზიდენტს ხელმოსაწერად ვუგზავნით.

განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა. 

ცნობისთვის, 16 სექტემბერს აშშ-ს კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომლის მიღებასაც გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ცდილობდა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განსაზღვრული 9 ნაბიჯი/დათქმა 

1. დეზინფორმაციასთან ბრძოლა — ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა.2. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება — საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უფრო მეტად შესაბამისობაში მოყვანა.3....

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა