ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია, ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად |...

ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია, ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად | აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა.

“ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად” – ხაზგასმით აცხადებს დანიგანი და იმ პროექტებს ასახელებს, რომელიც საქართველოში ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება – ელჩის თქმით: ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის, ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის უცხოური გავლენის შესახებ კანონზე. იმის შესახებ, თუ რას ემსახურება უცხოური დახმარება. და ეს ოთხი მაგალითი არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა. ქართველებთან ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითი ფაქტორია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და არ არის უარყოფითი”. – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, რომელიც ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხის გახსნას დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის ფონზე მიიღო. მესამე სექტორმა და ოპოზიციამ სარჩელით, შეჩერდეს რუსული კანონის ამოქმედება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სამდღიანი პროცესების შემდეგ სასამართლოს ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია. მეათე დღეა მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ამასთან, 3 სექტემბრიდან, იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს ორგანიზაციები რუსული კანონით გათვალისწინებულ რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს, დააჯარიმოს ან დაიწყოს ე.წ. მონიტორინგი.

მას შემდეგ რაც რუსულ კანონს ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ მოაწერა, საშიში კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევიდა.

კანონი, გამოქვეყნებიდან 2 თვეში, 3 აგვისტოს შევიდა ძალაში. ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. ორგანიზაციებს 1 თვე ჰქონდათ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში” ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგისტრაციის სურვილი 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ გამოთქვა. საშიში კანონის თანახმად, აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ პირველ ჯერზე 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის ელჩის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. მისივე თქმით, „კარგად...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა