როცა აშშ და ბრიტანეთი უკრაინის დახმარებაზე საუბრობს ჯერ ეს მემორანდუმი დადონ მაგიდაზე, რით იყვნენ უკრაინის წინაშე ვალდებულები და რა გააკეთეს?!
აშშ–ს დღევანდელმა პრეზიდენტმა კარგად გაიხსენოს თუ რა ვალდებულება აქვს მის ქვეყანას უკრაინის წინაშე და ნუ იქცევა ვაჭრუკანა ამაზრზენ მასხარად, როცა უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის აგრესიის შედეგად უამრავი უდანაშაულო ბავშვი და ქალი იღუპება.
რუსეთმა როგორც ყოველთვის მემორანდუმი კი არ შეასრულა არამედ თავს დაესხა უკრაინას.

ეს სურათი მოსკოვში ბუდაპეშტის მემორანდუმამდეა გადაღებული. ხელშეკრულებამ 4 ქვეყანას შორის, რომელიც–უკრაინას, რუსეთს, აშშ–ს და დიდ ბრიტანეთს შორის შედგა უკრაინა “გააშიშვლა” და დატოვა დამცავი ფარის–ბირთვული არსენალის გარეშე.
უკრაინის ბირთვული არსენალი 1994 წელს შეადგენდა 1100 ერთეულ ბირთვული ქობინის შემცველ რაკეტას თუ ავია ბომბს, რაც აღემატებოდა ჩინეთის, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ისრაელის ბირთვულ არსენალს ერთად აღებულს.
ცხადია ბირთვული არსენალის მომსახურება ურთულესი და ძვირადღირებული პროცესია, მაგრამ უკრაინის მაშინდელ ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის სანაცვლოდ რომ არ მოეშორებინა ერთიანად ბირთვული არსენალი, რუსეთი ცხადია ვერ გაბედავდა ვერც ყირიმის ანექსიას და ვერც უკრაინაზე თავდასხმას, რადგან უკრაინის ხელში იქნებოდა მძლავრი “კეტი” რომლის გამოყენების შესაძლებლობა რუსეთს ასჯერ დააფიქრებდა, სანამ ყირიმის მიტაცებას ან უკრაინაზე თავდასხმას გადაწყვეტდა.
ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ დაიცვა უკრაინა მემორანდუმის მონაწილე რუსეთის აგრესიისაგან დაეცვა.
უკრაინას 1100 ერთეული ბირთვული ქობინიდან 100 ერთეული, რომ დაეტოვებინა 300 000 უკრაინის მოქალაქე არ დაიღუპებოდა (საუბარია შეიარაღებული ძალების და სამოქალაქო მოსახლეობის წარმომადგენლებზე) არ იქნებოდა კოლოსალური ნგრევა ლამის მთელი უკრაინის მასშტაბით.
ამ მემორანდუმმა ნათლად და გარკვევით, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთი არაა საიმედო პარტნიორი, ხოლო ბრიტანეთი და აშშ მიცემული სიტყვის და ხელმოწერილი მემორანდუმის დამცავი.

აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის თქმით, პუტინმა ის 2014 წელს უკრაინაში თავდასხმის დაწყებამდე ჯერ კიდევ 3 წლით ადრე გააფრთხილა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი ვერ შეაკავებდა. კლინტონის მტკიცებით, ის რუსეთის პრეზიდენტს 2011 წელს გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდა.
“პუტინმა 2011 წელს, ყირიმის აღებამდე 3 წლით ადრე მითხრა, რომ ის არ ეთანხმებოდა ჩემ მიერ ბორის ელცინთან დადებულ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ ისინი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემდნენ… [მითხრა] მე ამას არ ვეთანხმები, არ ვემხრობი და არ მაკავებს. იქიდან მოყოლებული ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო“. – თქვა კლინტონმა ნიუ იორკში, ებრაულ კულტურულ და საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.
ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, 2014 წელს პუტინმა ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევაზე თავი იმართლა, რომ მისი გადაწყვეტილება მაიდანის მოძრაობითა და მთავრობის ცვლილებით იყო განპირობებული. მისი თქმით, უკრაინა სხვა სახელმწიფო გახდა.
“ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით ჩვენ არავითარი სავალდებულო დოკუმენტისთვის ხელი არ მოგვიწერია“. – ამტკიცებდა რუსეთის პრეზიდენტი.

“მიკვირს, არავინ ახსენებს ბუდაპეშტის მემორანდუმს, როდესაც იძახის, ჩვენ ოკეანე გვყოფს და ევროპას უფრო ეხება ეს ომიო. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულება, ამ ქვეყნის ბირთვული განიარაღების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა (რუსულ ნაგავს სათვალავშიც აღარ ვაგდებ) აიღეს და არა ბრიუსელმა. ეს მემორანდუმი იყო კიევის დახმარების საფუძველი და არა ბაიდენის კეთილი თვალები. ეს არის ვალდებულება! ატომი რომ ჰქონოდა დღეს უკრაინას, ჩემ ფეხებს შეიჭრებოდა იქ რუსეთი. ატომურ იარაღს გამანადგურებლის გარდა, შემაკავებელი ძალა აქვს და სწორედ ბირთვული იარაღია ის, რის გამოც, თითქმის საუკუნეა, მესამე მსოფლიო ომი არ დაწყებულა. თორემ კი არ შეცვლილა იმ ერების გენტიკა, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში რომ იყვნენ ჩართულები. ატომურ ომს გამარჯვებული არ ჰყავს, ატომი შემაკავებელი ფაქტორია და ეს იცის ყველამ.
დავუბრუნდეთ ამერიკის და ბრიტანეთის ვალდებულებას, დაიცვან უკრაინის უსაფრთხოება მისი ბირთვული განიარაღების შემდეგ. თუ რატომაც არ ვარდება დღეს დედამიწა ღერძიდან არის ის, რომ არსებობს შეთანხმებები, ხელშეკრულებები, საერთაშორისო სამართლის დოკუმენტები და პასუხისმგებლიანი მხარეები ვალდებულებებს იღებენ და ასრულებენ. სამართლიანი სახელმწიფოსთვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების რეპუტაცია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გადასახადის გადამხდელთა 350 მილიარდი. ბევრად, ბევრად უფრო ძვირი.”
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!