მთავარისაზოგადოებაგამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია | CRRC-საქართველო

გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია | CRRC-საქართველო

საქართველოს მოქალაქეების 69% რუსეთს მიიჩნევს თავისი ქვეყნის მთავარ მტრად. ეს აჩვენა „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევამ, რომლის შედეგები CRRC-საქართველომ გამოაქვეყნა. ამასთან ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება: 2021 წლის ანალოგიურ კვლევაში საქართველოს მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევდა გამოკითხულთა 66%, 2019 წელს – 49%, 2017 წელს – 40%, ხოლო 2012 წელს – 35%.

გამოკითხულთა მხოლოდ 4%-მა დაასახელა შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ მტრად, ხოლო 2%-მა – თურქეთი.

2024 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებია. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 24%. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 8%, მესამეზე კი უკრაინა 7%-ით. შემდეგ მოდიან: თურქეთი, გერმანია, სომხეთი. რუსეთს საქართველოს მეგობრად მიიჩნევს გამოკითხულთა 2%.

გამოკითხულთა მეოთხედზე მეტი (26%) დარწმუნებულია, რომ საქართველოს მეგობრები საერთოდ არ ჰყავს.

2024 წლის “კავკასიის ბარომეტრი” საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1,509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა. "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა