დღევანდელ მსოფლიოში ადამიანების მანიპულაციისთვის და მარიონეტებივით მართვისთვის, განსაკუთრებით არჩევნების დროს ფართოდ გამოიყენება ე.წ. „Fake News“ დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, პროპაგანდა და კიბერშეტევები, რის საფუძველზეც განსაკუთრებით პოლიტიკოსები იყენებენ ხელისუფლებაში მოსასვლედად და ძალაუფლების გასამყარებლად, რამაც საქართველოში ბოლო წლებში პიკს მიაღწია.
რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების ალტერნატიული საშუალებები, დრო, არ აქვთ საბაზისო ცოდნა, როგორ გაუმკლავდნენ ამ საუკუნის ყველაზე დიდ სენს, მარტივად ეგებიან მომდინარე სიცრუის ოკეანეში ამ ანკესზე.
საინფორმაციო ანალიტიკურმა სააგენტო „INFO NEWS“-მა გააკეთა ამ მომდინარე სენთან ბრძოლის, ამოცნობის და გამკლავების ერთ-ერთი უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს ორ კვირიან ტრეინინგს (ექვს ნაწილს).
ტრეინინგი კურსი შედგენილია ამ დარგის მკვლევარების მსოფლიოს საუკეთესო პროფესიონალების მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციების მომზადებული ანგარიშების, მეცნიერების ნაშრომებისა და ჩვენი სააგენტოს მმართველი გუნდის წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ტრეინინგის დასწრების მსურველებს, შეგიძლიათ მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე, მიიღოთ ყველა ინფორმაცია პროექტის შესახებ, გაიაროთ რეგისტრაცია.
ლინკი: https://forms.gle/RAaJPkqKVmaBUhnL8
⬇️ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ: 📞 579 52 80 80
- კურსის დასრულების შემდგომ მიიღებთ სერთიფიკატს.
მოკლე ანოტაცია:
კურსის მონაწილეები შეძლებენ იმსჯელონ დეზინფორმაციის კავშირსა და ურთიერთგადაკვეთაზე ისეთ თანმდევ პოლიტიკურ დისკურსებთან.
კურსის ფარგლებში, მონაწილეები არა მხოლოდ გაეცნობიან ყოველდღიური დეზინფორმაციის გადამოწმების მექანიზმებს, არამედ ასევე მოისმენენ დეზინფორმაციის გავრცელების თანამედროვე ხერხებზე და იმსჯელებენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჟურნალისტური და მოქალაქეობრივი წვლილის შეტანის გზებზე. კრიტიკული აზროვნება და მისი მნიშვნელობა, რომელიც აუცილებელია დეზინფორმაციის, სიძულვილის ენისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გამოავლინო სიცრუე და პროპაგანდისტული მესიჯები.
კურსი მიზნად ისახავს, რომ კურსის სტუდენტებმა ისწავლონ კიბერსაფრთხეების იდენტიფიცირება, ინფორმაციის გადამოწმება ხელოვნური ინტელექტისა და ანალიზის მეშვეობით და კიბერთავდასხმებთან გამკლავების თანამედროვე მეთოდები. სწორედ დეზინფორმაციის, სიძულვილის ენის და პროპაგანდის გამოსააშკარავებლად და ამოსაცნობად ვასწავლით მეთოდებს.
ტრენინგ კურსს უძღვებიან: ბექა კუპრაშვილი და ვაკო კუპრაშვილი
კურსის ბოლოს, თითოეული კურსის სტუდენტი სურვილისამებრ მოამზადებს თემას ან მიკროკვლევას დეზინფორმაციის საკითხებზე.
მომზადებული თემიდან ან მიკროკვლევიდან აირჩევა საუკეთესო (მისი თემა ან კვლევა განთავსდება infonews.ge-ზე)
ტეგები: #ინფონიუს #კურსი #მედია #ინფორმაცია #პროპაგანდა #გამჭვირვალობა #სიძულვილისენა #კიბერი #პერსონალურიმონაცემები #პირადიცხოვრება #კიბერუსაფრთხოება #დეზინფორმაცია #გავლენა #პოლიტიკა #გადამოწმება #ხელოვნურიინტელექტი #ანალიზის #ჰიბრიდულიომი #თეორა #დემოკრატია #infonews #fakenews