მთავარიპოლიტიკაევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი: ქართული პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ EU-ში, მაგრამ...

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი: ქართული პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ EU-ში, მაგრამ მათ, ვინც წარმოადგენენ სახელმწიფოს, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს მოუწევთ განაცხადის შეტანა ვიზაზე

ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებიც ამას ამბობენ, ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ ძალადობას ნებისმიერი ფორმით. ის, რაც ვნახეთ თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში ახლა, მიუღებელია. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული და სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ ქართველი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე. სანქციების მიღებას ამ ეტაზე ერთსულოვნება სჭირდება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ეროვნული სანქციების დაწესება და ეს რიცხვი იზრდება. ვფიქრობ, პოლონეთი იყო ბოლო, რომელიც ორი კვირის წინ ეროვნული სანქციებით შემოიფარგლებოდა და ჩემი უფროსები ბრიუსელში გააგრძელებენ მცდელობას, რომ სანქციები შეთანხმებული იყოს ევროკავშირის 27 წევრის დონეზე. […]

ახლა წევრი სახელმწიფოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთ საზღვრებზე ახორციელებენ ამ ერთობლივ გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე.

რატომ ვაკეთებთ ამას? რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება ბოლო 1 წლის განმავლობაში? ის საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან კი არ აახლოვებდა, არამედ ევროკავშირის წევრობისგან დააშორა. 

ჩვენ არ გვინდა, რომ ეს [შეზღუდვა] მოსახლეობაზე იყოს ორიენტირებული, სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი ქართული პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირში, მაგრამ მათ, ვინც წარმოადგენენ სახელმწიფოს, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს მოუწევთ განაცხადის შეტანა ვიზაზე.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არაფორმალური ძალაუფლების სისტემა: საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მიზეზები და შედეგები

სტატიაში საუბარია მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და არა სამართლებრივ.2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე დაგროვილია საკმაოდ დიდი მასალა. 1. დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური მოშლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა