კვირა, ივლისი 6, 2025
Google search engine
მთავარიკულტურაიოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი თბილისშია

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი თბილისშია

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი თბილისშია. აეროპორტიდან ხელნაწერს საქართველოს საპატრიარქოში გადაიტანენ, შემდეგ კი, წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

ის ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.


პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის, ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში.

ცნობისთვის, უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად 11 ივნისს შეიძინა.

აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ასეთი კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება” – “საქართველო იღებს კანონებს, რომლებიც ევროპულს არ შეესაბამება, პირიქით, ეწინააღმდეგება” – გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი (ვიდეო)

„უსამართლო დამოკიდებულება“? ჩვენ კანდიდატის სტატუსი შემოგთავაზეთ.“ - გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ირაკლი კობახიძი განცხადებაზე! ევროკავშირში გასაწევრიანებლად, კანდიდატმა ქვეყანამ, ეს არჩევანი არ არის და არც განხილვის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა