Koba Nadiradze
როდესაც ვისმენთ საუბრებს ევროპულ ინტეგრაციასა და ღირსეულ ცხოვრებაზე, რას ნიშნავს ეს რეალურად მათთვის, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობა აქვს და ყოველდღიურად უწევს დამატებითი დანახარჯების გაღება არსებული ბარიერების (ფიზიკური და საკომუნიკაციო გარემო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.) დასაძლევად? ![]()
![]()
ამ რეალობის პირისპირ მყოფებს მინდა გაგიზიაროთ ის კონტრასტი, რომელიც უბრალოდ თვალს ჭრის. მოდით, ვისაუბროთ ფაქტებით, ყოველგვარი ცხრილების გარეშე — მარტივი და უტყუარი ციფრებით: ![]()
ევროკავშირში შშმ პირის სოციალური პაკეტი არ არის „მოწყალება“. ეს არის ინსტრუმენტი არათანაბარი (დამატებითი) ხარჯების დასაბალანსებლად, რათა შშმ პირმა ისარგებლოს დამოუკიდებელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობის უფლებით.
პირდაპირი ფულადი დახმარების გარდა, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს პერსონალურ ასისტენტს, ადაპტირებულ გარემოსა და სარეაბილიტაციო სერვისებს. მთავარი მიზანი შშმ პირის სრულფასოვანი და ღირსეული ჩართულობაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ![]()
საქართველოში კი სისტემა ორიენტირებულია „მინიმალურ გადარჩენაზე“.
აქცენტი მხოლოდ ფიქსირებულ გასაცემელზეა, სერვისები კი მინიმალური ან სრულიად მიუწვდომელია. შშმ პირებს ხშირად გვიწევს არჩევანის გაკეთება ჯანდაცვის სერვისებსა და ელემენტარულ საყოფაცხოვრებო საჭიროებებს შორის. ![]()
შშმ პირის თვიური სოციალური პაკეტი ჩვენთან შეადგენს 190-დან 470 ლარამდე. (ევროპაში მსგავსი სტატუსის მქონე პირის გასაცემელი საშუალოდ 800-დან 2,000 ევრომდე მერყეობს, სერვისების გაუთვალისწინებლად). ![]()
ამავე დროს, საქართველოში პოლიტიკური თანამდებობის პირის (მაგალითად, მინისტრის) საშუალო თვიური ანაზღაურება 13,600-დან 16,000 ლარამდეა. ![]()
ევროპის განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკოსის ხელფასი შშმ პირის სოციალურ დახმარებას აღემატება საშუალოდ 6-დან 10-ჯერ. ![]()
საქართველოში პოლიტიკური პირის შემოსავალი შშმ პირის სოციალურ პაკეტს აღემატება დაახლოებით 27-ჯერ! (ხოლო საშუალო სოციალურ პაკეტთან მიმართებაში ეს სხვაობა 60-70-ჯერადიც კია). ![]()
ეს არის დიაგნოზი იმისა, თუ რამდენად დაშორებულია სახელმწიფო თავისი მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს. როდესაც პოლიტიკური კლასის კეთილდღეობა ათეულჯერ აღემატება შშმ პირთა არაადეკვატურ სოციალურ დაცულობას, საუბარი „სოციალურ სახელმწიფოზე“ კვლავაც მხოლოდ მოჩვენებითი და ილუზორული რჩება. ![]()
![]()
წერს სოციალურ ქსელში ბატონი კობა ნადირაძე










