ფაქტები, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა, კოლაბორანტი ხელისუფლების ბოლო ერთი წლის ქმედებები, მოკლედ:
1. ბელარუსის კგბ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ქართული სპეცსამსახურების ოკუპანტი რუსეთის მჭიდრო თანამშრომლობაზე და მის ინსტრუქციებზე გახდა დამოკიდებული;
2. კოლაბორანტი ხელისუფლების ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი და მიზანმიმართული ჩაგდება;
3. ოკუპანტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრების გახსნა, რასაც ემატება რუსული შავი ფულის დიდი ნაკადების შემოდინება, გათეთრება და ქართული ეკონომიკის ოკუპანტ ქვეყანაზე ჩამოკიდება;
4. ოკუპანტი ქვეყნისგან შემოსული მიგრაციული დიდი ნაკადი, რუსეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ბაღების, სკოლების დახსნა და დაანონსებული რუსული უნივერსიტეტის;
5 ჩინეთთან გაუგებარ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულება სადაც სრულად გათვალისწინებულია ჩინეთის ინტერესი და არაფერია ნათქვამი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მხარდაჭერაზე (საერთაშორისო ასპარეზზე არც ერთხელ ჩინეთს მხარი არ აქვს დაჭერილი აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე, ყოველ ჯერზე თავი შეიკავა);
6. ჩინური ეკონომიკური ექსპანსია, რომლის მიხედვითაც საქართველოს სტრატეგიული ობიექტები “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი” და თავდაცვის სამინისტროს უნიკალური “ვაზიანის სამხედრო ბაზა”, რომლის ადგილასაც კოლაბორანტმა ხელისუფლებამ დააანონსა სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობა, ინვესტირებული იქნება ჩინეთის მხრიდან, რომლის უკვე პოლიტიკური მდგენელი სრულად შეთანხმებული იქნება ოკუპანტი რუსეთის ფედერაციასთან, რაც ამ ორ ქვეყანას საშუალებას მისცემს საქართველოს სრულ დომინირებაზე, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით;
7. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საქართველოს კოლაბორანტი ხელისუფლების ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების მაქსიმალურად დაზიანება და ისეთ ქვეყნებთან მჭიდრო კავშირების დამყარება, რომლებიც ან ავტოკრატიული რეჟიმებია ან უკვე დიქტატურად ჩამოყალიბებული, ამ მცირე ჩამონათვალს ემატება უნგრეთი, რომლის ქმედებები განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშაა ევროკავშირის მხრიდან და დაკისრებული აქვს ფინანსური სანქციები, ასევე აშშ-ს მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა;
8. საქართველოს კოლაბორანტმა ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნული ავტოკრატიული ქვეყნების მოდელია მათთვის მისაბაძი მაგალითი, რაც პირდაპირი საფრთხეა საქართველოს ეროვნული ინტერესების და სუვერენიტეტის.
ავტორი: დევი გოლეთიანი