მთავარიპოლიტიკასენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა წარადგინა

სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა წარადგინა

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა წარადგინა აშშ-ის თავდაცვის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კონგრესის ვებსაიტზე.

„ქალბატონმა შაჰინმა წარადგინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შესწორების პროექტი, რომელიც ეხება 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის, ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს“, –წერია კონგრესის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შაჰინი ითხოვს, რომ 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს დაემატოს G ჩანაწერი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ, რომელიც გულისხმობს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას.

„ქართველი ხალხის აქტი“ ორ ძირითად ნაწილს მოიცავს:

  • სანქციები დაუწესდეს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტის, ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი. ასევე, იმ ქართველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე არიან პასუხისმგებელი;
  • ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დაუჭიროს მხარი.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს მმართველი პარტიის წევრების სანქცირებაზე სწორედ ამ კანონის მიღების კონტექსტში დაიწყეს საუბარი ქვეყნის პარტნიორებმა.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, ამერიკამ კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო წვრთნები.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „აგენტების კანონი“ არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, მისი გაუქმების მოთხოვნით მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ასევე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არაფორმალური ძალაუფლების სისტემა: საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მიზეზები და შედეგები

სტატიაში საუბარია მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და არა სამართლებრივ.2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე დაგროვილია საკმაოდ დიდი მასალა. 1. დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური მოშლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა