ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024
Google search engine
მთავარიეს საინტერესოა10 უძველესი ენა, რომელზეც დღემდე საუბრობენ

10 უძველესი ენა, რომელზეც დღემდე საუბრობენ

ძნელი სათქმელია რომელია ყველაზე ძველი ენა. შეიძლება ითქვას სასაუბრო ენა ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა, რადგან წლებთან ერთად ენაც ვითარდებოდა. აღსანიშნავია რომ 10 უძველეს ენას შორის ქართული ენაც შედის.

ებრაული

ებრაული ენა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ენაა, ახ.წ მე-3 საუკუნემდე ებრაული ენა ჯერ კიდევ იხმარებოდა სოფლის მოსახლეობაში. ქალაქში მას მხოლოდ სწავლულები იყენებდნენ. თანამედროვე ებრაულის ხანა (იგივე ივრითი) კი მე-19 საუკუნიდან იწყება, შემდეგ იგი ისრაელის ოფიციალური ენაც ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ვერსია ბიბლიურისგან განსხვავდება, მშობლიურ ებრაულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს სრულად შეუძლიათ გაგება, თუ რა წერია ძველ აღთქმაში. ებრაულ ენაზე 7 მილიონი ადამიანი საუბრობს.

როგორ წარმოითქმის და იწერება “საქართველო” სხვა ენებზე?

ბასკური

ეს ენა ლინგვისტებისთვის ნამდვილი საიდუმლოა, რადგან არც ერთ ენათა ჯგუფს არ მიეკუთვნება. მისი გავრცელების არეალი ესპანეთისა და საფრანგეთის პროვინციებია. ათწლეულების განმავლობაში ენათმეცნიერები ამ ენას იკვლევდნენ, თუმცა ვერც ერთ ენას ვერ დაუკავშირეს. მხოლოდ ერთი რამ ცხადია, რომ ეს ენა რომაულ ენებამდეც არსებობდა. კერძოდ, ბასკური იქამდე იყო, სანამ რომაელები ლათინურზე გადავიდოდნენ, რაც შემდეგში ესპანურად და ფრანგულად იქცა.

ტამილური

შრი-ლანკის და სინგაპურის ოფიციალური ენა სწორედ ტამილურია და მასზე 78 მილიონი ადამიანი საუბრობს. ამ ენამ 2000 წლის მანძილზე სტრუქტურა შეუცვლელად შეინარჩუნა, ამიტომ მას კლასიკურ ენასაც უწოდებენ. მკვლევარებმა ამ ენაზე პირველი ხელნაწერები ძვ.წ მესამე საუკუნეში აღმოაჩინეს და მას დღემდე იყენებენ.

ლიტვური

ლიტვური ენა, რომელიც ევროპულ ოჯახს მიეკუთნება ინდო-ევროპულია. მათ ერთმანეთისგან გამოყოფა დაახლოებით ჩვ.წ-მდე 3500 წლიდან დაიწყეს. ამ ენამ ინდოევროპული ოჯახის ენების ყველაზე მეტი მახასიათებლები შეინარჩუნა, რაზეც 3500 წლის წინ საუბრობდნენ. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიტვური ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ლიტვურ ენაზე სულ რაღაც 4 მილიონი ადამიანი საუბრობს.

სპარსული

თანამედროვე მსოფლიოში სპარსულზე იგივე ფარსზე ირანში, ავღანეთში და ტაჯიკეთში საუბრობენ. ამ სახელმწიფოებში რეალურად ერთ ენაზე საუბრობენ, უბრალოდ მათი სახელწოდებაა განსხვავებული. ფარსი არის ძველი სპარსულის პირდაპირი შთამომავალი, რომელიც სპარსეთის იმპერიის ენას წარმოადგენდა. ახალი სპარსული ახ.წ. მე-9 საუკუნიდან მოდის, ის სხვა ენებისგან განსხვავებით მხოლოდ მცირედით შეიცვალა. ამიტომ სპარსულად მოლაპარაკე ძველ წერილებს უფრო მარტივად წაიკითხავს, ვიდრე ინგლისელი შექსპირს. სპარსულად 50 მილიონი ადამიანი საუბრობს.

მსოფლიოს 10 ყველაზე რთული ენა

ისლანდიური

იგი ინდოევროპული ენაა, რომელიც ჩრდილოეთ გერმანული წარმოშობისაა. დანიაში მე-14 დან მე-20 საუკუნის ჩათვლით ენამ ძალიან მცირე ცვლილებები განიცადა. ამიტომ ისლანდიურ ენაზე მოლაპარაკეს ძველი ნაწერების წაკითხვა თავისუფლად შეუძლია. ისლანდიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი ლაპარაკობს.

მაკედონური

იგი სლავური ენების ოჯახს მიეკუთვნება და მაკედონიის რესპუბლიკაში ოფიციალური ენაა. მაკედონური ბულგარული ენის ყველაზე ახლო ნათესავს წარმოადგენს. იგი ძალიან ახლოს დგას საეკლესიო სლავურთან, ენამ მისგან გამოყოფა დაახლოებით მეცხრე საუკუნეში დაიწყო, როდესაც სლავების გაქრისტიანება დაიწყო. მასზე დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი საუბრობს.

ფინური

ფინურ ენას ისევე როგორც სხვა ენებს თავისი ისტორია აქვს და გაცილებით დიდი ხნით ადრე დაიწყო. ფინური ფინურ-უნგრულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება. ეს ენა უამრავ ნასესხებ სიტყვას აერთიანებს, მასში ისეთი სიტყვები გვხვდება, რომელიც თავის დროზე სხვა ენებში იყო დამკვიდრებული, დღეს ის ენები კი უბრალოდ გაქრნენ. სიტყვები კი ფინურმა შეინარჩუნა. ფინურად 5 მილიონი ადამიანი საუბრობს.

ქართული

კავკასიონის რეგიონი ენათმეცნიერებისთვის შესანიშნავი ადგგილია. რეალურად სამხრეთ კავკასიის სამი ენა – სომხური, აზერბაიჯანული და ქართული სრულიად განსხვავებულ ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან. სომხური – ინდოევროპულია, აზერბაიჯანული – თურქულს და ქართული – ქართველურ ენებს.

ქართული ენა ერთადერთი კავკასიური ენაა, რომელიც უძველესი ლიტერატურული ტრადიციით არის წარმოდგენილი. მისი ლამაზი და უნიკალური დამწერლობა კი საკმაოდ ძველია. ვარაუდობენ იგი ადაპტირებულია არამეული ენიდან დაახლოებით ჩვ. წ. მესამე საუკუნეში. არსებობს მხოლოდ 4 ქართველური ენა, რომელზეც მხოლოდ საქართველოში საუბრობენ და არცერთი მათგანი მსოფლიოს სხვა ენებთან არ არის დაკავშირებული. ქართულ ენაზე დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი საუბრობს.

ირლანდიურ-კელტური

მიუხედავად იმისა რომ დღეს ირლანდიურზე მხოლოდ ირლანდიაში საუბრობენ, მას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი ინდოევროპული ენების კელტური ოჯახის წარმომადგენელია. ირლანდიური შოტლანდიურ-გალური და მარქსური ენებიდან გაჩნდა. სანამ ევროპა საუბრობდა და წერდა ლათინურ ენაზე, ირლანდიამ ლათინურის ნაცვლად საკუთარ ენაზე წერა დაიწყო. ამიტომაც მათ უძველესი მშობლიური ლიტერატურა აქვთ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის ელჩის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. მისივე თქმით, „კარგად...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა