სამშაბათი, დეკემბერი 9, 2025
Google search engine
მთავარისაზოგადოებაRSF: საქართველოში მედიის და პრესის თავისუფლების მდგომარეობა 26 საფეხურით გაუარესდა

RSF: საქართველოში მედიის და პრესის თავისუფლების მდგომარეობა 26 საფეხურით გაუარესდა

RSF-ის შეფასებით, საქართველოს მმართველი პარტია განაგრძობს საზოგადოების პოლარიზებას, აწარმოებს მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკას და სულ უფრო და უფრო მტრულ დამოკიდებულებას იჩენს პრესის თავისუფლების მიმართ.

საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2024 წლის წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პუნქტით გაუარესდა.

ინდექსის თანახმად, საქართველო 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზე მოხვდა. 2023 წელს მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო 77-ე ადგილზე იყო და 61,69 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

საერთაშორისო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში პრესის თავისუფლების მდგომარეობას 5 ინდიკატორის მეშვეობით აფასებს – პოლიტიკური, ეკონომიკური, კანონმდებლობა, სოციალური ინდიკატორი და უსაფრთხოება.

საქართველოსთვის მინიჭებული ქულები თითეულ შემთხვევაში ასე ნაწილდება:

პოლიტიკური – 36.23 ქულა

სამართლებრივი – 67.31

ეკონომიკური – 39.93

სოციალური – 60.45

უსაფრთხოების კონტექსტები – 61.35

თითოეული ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა შემდეგნაირად კლასიფიცირდება:

85-100 ქულა – კარგი

70-85 ქულა – დამაკმაყოფილებელი

55-70 ქულა – პრობლემური

40-55 ქულა – რთული

0-40 ქულა – ძალიან სერიოზული

მედიის თავისუფლების ინდექსის პირველ ათეულში არიან: ნორვეგია, დანია, შვედეთი, ნიდერლანდები, ფინეთი, ესტონეთი, პორტუგალია, ირლანდია, შვეიცარია, გერმანია.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

დაასანქცირეთ! – ევროპარლამენტარები “ოცნების” წინააღმდეგ ლუკაშენკოს რეჟიმის ანალოგიური სანქციების ამოქმედებას ითხოვენ

https://www.youtube.com/watch?v=HJv7UCQWPf8 ევროპარლამენტარები ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ მოთხოვნით, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე ტიპის სანქციები დაუწესდეს, რასაც ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს უწესებს. მათი თქმით, არსებობს სერიოზული...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა