მთავარისაზოგადოება"და ბრძოლის ხაზზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ვაჟკაცი რჩება… მათ შორის — ახალგაზრდა...

“და ბრძოლის ხაზზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ვაჟკაცი რჩება… მათ შორის — ახალგაზრდა გოგონებიც”

‼️‼️ „300 ათასი ადამიანი ქუჩაში გამოდის, სურვილს აფიქსირებს, რომ ევროპულ, ღირსეულ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უნდა — მაგრამ როდესაც დგება ნამდვილი წინააღმდეგობის, სიმტკიცისა და თავგანწირვის დრო, ბრძოლის ხაზზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ვაჟკაცი რჩება… მათ შორის — ახალგაზრდა გოგონებიც. აი, ეს არის ჩვენი ყველაზე მწარე რეალობა.

🔹 ამ ქვეყნის უდიდესი ნაწილი კონფორმიზმში ცხოვრობს — დუმილით, შეგუებით, შიშით. მებრძოლი სული კი ყოველთვის უმცირესობაშია. სწორედ ამიტომ ჰგონიათ ოკუპანტის მსახურ კოლაბორაციონისტებს, რომ დიქტატურას მარტივად დაამყარებენ. სწორედ ამიტომ ჰგონიათ, რომ ამ ხალხს მონობასაც შეაჩვევენ.

🔹 და ყველაზე ტრაგიკული იცით რა არის? — ისინი ამაში ხშირად არც ცდებიან.

🔹 რადგან ქვეყანა, სადაც ნაძირლები, კორუმპირებულები, სამშობლოს გამყიდველები და მლიქვნელები ხელისუფლების სათავეში ექცევიან, უკვე მძიმე სულიერ კრიზისშია. თავისუფლება მხოლოდ სურვილი არ არის — თავისუფლება ბრძოლის უნარია, ხერხემალია, ღირსებაა. ერი, რომელიც მხოლოდ სხვის გადმოგდებულ „ზიზილ-პიპილოებს“ ელოდება და სანაცვლოდ დუმილს ყიდის, საკუთარ მომავალსაც იაფად აბარებს.

🔹 ისტორია სასტიკია — ის არასოდეს ინდობს ხალხს, რომელიც მონობას ეგუება.

🔹 და დღეს, ამ ქვეყნის მდგომარეობის შემხედვარე, ადამიანს უნებლიეთ ახსენდება აკაკი წერეთელი და მისი მწარე სიტყვები ილია ჭავჭავაძე-ს მკვლელობის შემდეგ… თითქოს დრო გავიდა, მაგრამ ერის ტკივილი ისევ იგივე დარჩა.“

წერს სოციალურ ქსელში, ბექა ბეგთაბეგი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა