ხუთშაბათი, სექტემბერი 12, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკარა დახმარებებს უწევს ევროკავშირი კანდიდატობის სტატუსის მქონე ქვეყნებს?

რა დახმარებებს უწევს ევროკავშირი კანდიდატობის სტატუსის მქონე ქვეყნებს?

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გარდა პოლიტიკური აღიარებისა, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის ფინანსურ რესურსებთან წვდომასაც იძლევა. ეს სტატუსი საქართველოს გზას უხსნის გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე – IPA-ზე, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ ინსტრუმენტზეა მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, ანუ EIB-დან, IMF-დან და EBRD-დან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.

აგრეთვე, კანდიდატ სახელმწიფოებს სამეზობლო განვითარების 19-მილიარდიანი ფონდიდან დაფინანსების მიღების საშუალებაც აქვთ, რაც ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას შეიძლება მოხმარდეს.

„თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში განხილულია დახმარებები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მქონე ქვეყნებმა მიიღეს.

მაგალითად ბულგარეთის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში, წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, 2000-2006 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა, ასევე, გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც.

გაწევრიანების პროცესში, ევროკავშირი გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტს სთავაზობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რაც 14 მილიარდი ევროთი ისეთი სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსებას გულისხმობს, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, მწვანე დღის წესრიგი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, ტერიტორიული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა.  ასევე, არსებობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომლითაც 9 მილიარდი ევროა გამოყოფილი  ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორების, ასევე მწვანე და ციფრული განვითარებისთვის. კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი პროგრამაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარანტიო პლატფორმა, რამაც რეგიონში 20 მილიარდამდე ევროს ინვესტიციები უნდა მოიზიდოს.

რაც შეეხება კანდიდატობის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისა და დახმარების შედეგებს: ბოსნია და ჰერცოგოვინაში ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ხის გადამამუშავებელ მრეწველობაში, ასევე მეტალურგიაში ჩაიდო.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროკავშირმა ინვესტიცია 6 რეგიონული სამედიცინო ცენტრის აღჭურვისთვის განახორციელა. ასევე, სერბეთთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების შედეგად, გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა.

დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში ათასობით ფერმა და აგრო-სასურსათო გადამამუშავებელი საწარმო გადაიარაღდა.

ალბანეთში შეიქმნა სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე – მცირე და საშუალო მასშტაბის საგზაო ინფრასტრუქტურა. შედეგად, სოფლები ცენტრალურ მაგისტრალებს დაუკავშირდა, რამაც ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი, ასევე, სოფლის მეურნეობას საექსპორტო ბაზრებისკენ გაუხსნა გზა.

„თიბისის კაპიტალის“ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

წყარო: commersant.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია, ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად | აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. "ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად" - ხაზგასმით აცხადებს დანიგანი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა