შაბათი, ივნისი 15, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკარა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის...

რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში

NATO-ს სამიტის კომუნიკე ბუქარესტის და მის შემდგომი დოკუმენტების მსგავსად იმეორებს, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან, თუმცა ერთი განსხვავებით, უკრაინის შემთხვევაში ნათქვამია, რომ კიევს ამ გზის გასავლელად წევრობის სამოქმედო გაგმა (MAP) აღარ დასჭირდება და როგორც იენს სტოლტენბერგმა განმარტა, ორსაფეხურიანი გზის ნაცვლად, კიევი ერთ საფეხურს გაივლის.

საჭირო დემოკრატიული რეფორმები ორივე ქვეყნის შემთხვევაშია ნახსენები.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. უკრაინის მომავალი NATO-შია. ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და დღეს ვაღიარებთ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროებას,“ – აღნიშნულია კომუნიკეში.


მისივე თანახმად, უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე, თუმცა ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე.

„მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერას და განიხილავენ უკრაინის პროგრესს თავსებადობის კუთხით, ისევე, როგორც დამატებითი დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების კუთხით, რომლებიც საჭიროა. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად შეაფასებენ პროგრესს ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით.

ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები,” – წერია კომუნიკეში.


ფორმულირება საქართველოს შემთვევაში

„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, – ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემთხვევაში კიდევ ერთი დეტალია აღსანიშნავი. ალიანსის გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 11 ივლისს გაიმეორა, რომ „დღეს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ახლა, როდესაც ომი მიმდინარეობს, არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად NATO-ში შესვლის დრო“, რასაც გარკვეულწილად, დღის განმავლობაში ზელენსკის მიერ ნათქვამი პასუხობს, რომლის თანახმად: „ახლა არა, ახლა ომია, მაგრამ მკაფიო სიგნალი ახლა გვჭირდება.“

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით – ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება

აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა