პარასკევი, მარტი 13, 2026
Google search engine
მთავარიეკონომიკაუკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს...

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, Brent-ის ტიპის (Brent Clude – ნავთობის საეტალონო მარკა) ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $97.44-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალი ნიშნულია, – ამის შესახებ BBC წერს.

რუსეთი, საუდის არაბეთის შემდეგ, ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. ამასთან, ბუნებრივი აირის მიმწოდებელთა რეიტინგის სათავეშია.

„უკრაინა-რუსეთის კრიზისს შეიძლება არსებითი შედეგები მოჰყვეს. სანქციები, რომლებიც რუსეთს აიძულებს, ნაკლები ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს, გლობალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“, – ამბობს Manulife Investment Management-ის წარმომადგენელი სიუ ტრინი.

სფეროს ექსპერტები არ გამორიცხავენ, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა $100-ს გადააჭარბოს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. აღიარებიდან რამდენიმე საათში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონბასისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა უკვე დაიძრა.

„არავის და არაფრის გვეშინია, არავის არაფერს მივცემთ – ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კიევი ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს ქვეყნისთვის დამანგრეველი დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

ეუთოს წევრი 24 ქვეყანა საქართველოში მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. რას...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა